კლაუდიო ბრავოს საოცარი სეივიდან ზუსტად 13 წელი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტის" მეკარე კლაუდიო ბრავო ევროპაში სათამაშოდ 2006 წელს წამოვიდა და "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელი გახდა.

ამის შემდეგ ბევრი რამ მოხდა და ჩილელი მეკარეც ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე ავიდა: ჯერ "ბარსელონა", შემდეგ კი "მანჩესტერ სიტი." თუმცა, კარიერის საუკეთესო "სეივი" კლაუდიოს ჯერ კიდევ ჩილეში თამაშის დროს ჰქონდა.

2006 წლის აპერტურას ფინალში "კოლო კოლო" და "უნივერსიტად დე ჩილე" იყვნენ გასული. უნივერსიტეტელების მაისურით ლეგენდარული მარსელო სალასი თამაშობდა, ხოლო "კოლო კოლოს" შემადგენლობაში ჩილეს ნაკრების მომავალი თაობა თამაშობდა: "ჩუპეტე" სუასო, მატიას ფერნანდესი, კლაუდიო ბრავო...

პირველი შეხვედრა "კოლო
კოლომ" გასვლაზე 2:1 მოიგო, თუმცა შინ 0:1 დამარცხდა და დამატებითი დროის შემდეგ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. აქ კი კლაუდიო ბრავოს ჯერი დადგა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეკარემ 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია, თუმცა მეორე განსაკუთრებით სანახაობრივი გამოდგა.

პენალტების სერიაში ანგარიში 2:1 იყო "კოლო კოლოს" სასარგებლოდ, პენალტის შესასრულებლად  კოლუმბიელი თავდამსხმელი მაიერ კანდელო მივიდა და პანენკას სტილში დაარტყა 11-მეტრიანი, დანარჩენი კი ვიდეოშიც შესანიშნავად ჩანს.  აღნიშნული მოგერიება ჩილეს საფეხბურთო არხმა ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო "სეივად"დაასახელა.

მედიის გარდა, ჩილელი გულშემატკივრები და განსაკუთრებით "კოლო კოლოს" ფანები ამ ეპიზოდს არ ივიწყებენ. ბრავომ ჩილეს ჩემპიონატში გამართულ ბოლო შეხვედრაში მსგავსი სასწაულებრივი რეაქციის შედეგად მოგერიებული პენალტით დაამახსოვრა თავი ფეხბურთის მოყვარულებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეი ავტორჯან, ,,სეივი" რა ქართულია.
დათო
15:57 02-07-2019
1
ეტყობა სიტყვა ,საოცარი^-ს მნიშვნელობა არ იცი......
liverpool
15:59 02-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული