რაფაელ ბენიტესმა ჩინურ კლუბთან სუპერმომგებიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ნიუკასლიდან" წასული რაფაელ ბენიტესი ჩინეთის სუპერლიგის "დალიან იფანგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.

ამ მომენტისთვის 16-გუნდიან სუპერლიგაში "იფანგი" მე-10 პოზიციას იკავებს.

60 წლის სპეციალისტს ჩინურ კლუბში ორი ევროპელი ვარსკვლავი - იანიკ კარასკო და მარეკ ჰამშიკი დახვდება.

რაფაელ ბენიტესს სხვადასხვა დროს "ვალენსიაში", "ლივერპულში", "ინტერში", "ჩელსიში", "ნაპოლისა" და მადრიდის "რეალში" უმუშავია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული