ბენიტესი: "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ჩემი წყალობით მოიგო

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა Marca-სთან ინტერვიუში "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მოგეხსენებათ, 60 წლის სპეციალისტი "ბლანკოსს" 2015/16 წლების სეზონში წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო იგი ფლორენტინო პერესმა თანამდებობიდან გაუშვა.

რაფას თქმით, "თეთრებმა" 2016 წელს ჩემპიონთა ლიგა მისი წყალობით მოიგო.

"მადრიდის "რეალმა" 2016 წელს ჩემპიონთა ლიგა იმ გუნდით მოიგო, რომელიც მე დავაკომპლექტე. მაგალითად, კაზემირო - ბრაზილიელი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად სწორედ ჩემს დროს იქცა, კოვაჩიჩმა და ლუკას ვასკესმა კი გუნდი დააბალანსეს. ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ კიდევ ერთი ფორვარდი დაგვემატებინა, თუმცა არ მომისმინეს.
როდესაც ბენზემამ ტრავმა მიიღო, ცენტრფორვარდის გარეშე დავრჩით", - განაცხადა ბენიტესმა.

alt"სპალეტის ამის გაგონებაც კი არ სურდა" - რას იხსენებს რაფა ბენიტესი ლუჩანოს შესახებ

მკითხველის კომენტარები / 3 /
პერესი(გიორგი) ბენიტესს(კესოს): შენი მოგებული შენი, შენ კი გენაცვალე შენა(კ/ფ ოთარაანთ ქვრივი)დდდ
გოგი
15:19 03-03-2023
0
ის 60-იანებში მოგებული ჩემპიონთა თასებიც ხომ შენი მოგებული არაა?დდდ
ეეე
15:17 03-03-2023
0

სიახლეები პოპულარული