არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესის ბრაზილიასთან (0:2) კოპა ამერიკის ანხევარფინალში მარცხს გამოეხმაურა.
მესიმ TyC sports-სთან მცირე კომენტარი გააკეთა:
"მე მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. ვეცადეთ, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ძელსა და ხარიხას მოვარტყით ბურთი. ბრაზილიელები არაფრით გვჯობდნენ, ბინძურ ჯარიმებს იღებდნენ, ერთ შემთხვევაში საჯარიმოში ხელით თამაშიც იყო. თუმცა, მსაჯებმა ერთხელაც არ გამოიყენეს VAR-ის სისტემა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია".
სამწუხაროდ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კიდევ ვერ მოახერხა სანაკრებო ტიტულის მოპოვება, ხოლო გამარჯვებული ბრაზილი კოპა ამერიკას პირველი ფინალისტია. მეორე ფინალისტი 4 ივლისს გაირკვევა ჩილესა და პერუს დაპირისპირებაში. ხოლო არგენტინა, 6 ივლისს მესამე ადგილისთვის ითამაშებს.
კოპა ამერიკას 2019 წლის გათამაშების ნახევარფინალში მასპინძელმა ბრაზილიამ არგენტინა გაბრიელ ჟეზუშისა და რობერტო ფირმინოს გოლებით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.