რატომ არ დანიშნა მსაჯმა ბრაზილიელთა კარში 2 პენალტი? - არგენტინელები არბიტრების აუდიო ჩანაწერებს ითხოვენ

AutoSharing Option
არგენტინელები ბრაზილიის ნაკრებთან კოპა ამერიკას ნახევარფინალში (0:2) როდი სამბრანოს მსაჯობით უკმაყოფილოები არიან და მათმა ფეხბურთის ასოციაციამ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციისაგან (კონმებოლი) მატჩისას არბიტრის ვიდეოასისტენტთან საუბრების აუდიო ჩანაწერები მოითხოვა.

არგენტინელები თვლიან, რომ ორი პენალტი არ დაუდეს.

კონმებოლი ადასტურებს, რომ სამბრანოს შეხვედრის დაწყებამდე პრობლემები ჰქონდა ურუგვაელ ვიდეოასისტენტთან ლეოდან გონსალესთან, თუმცა შემდეგ ეს პრობლემა მოწესრიგდა.

Globo Esporte ამტკიცებს, რომ არბიტრებს შორის კავშირის ხარვეზი დაკავშირებული იყო თამაშზე ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს დაცვის სამსახურის მოქმედებებით, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა.

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი ამბობს, რომ ერთ-ერთ
არგენტინულ ბლოგზე, სადაც ანონიმურად ცნობილი ჟურნალისტები მუშაობენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თერთმეტმეტრიანთან დაკავშირებით ორივე საკამათო მომენტში, გონსალესი სამბრანოს ვიდეოგამეორების ნახვას სთხოვდა.

როგორც იტყობინებიან, გონსალესმა ნამატჩევს ინსპექტორს განუცხადა, რომ ორივე შემთხვევაში სამბრანოს პენალტის დანიშვნა ურჩია, მაგრამ მან ვიდეოგამეორების ნახვაზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული