არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ კოპა ამერიკას დასრულების შემდეგ კონმებოლი და მსაჯები კორუფციაში დაადანაშაულა, ახლა კი ინსტაგრამზე შემდეგი დაწერა:
"ჩვენ ამ ტურნირს ტრიუმფით და პირველ რიგში თავაწეულნი იმის გრძნობით ვტოვებთ, რომ ამჯერად ფეხბურთი უსამართლო იყო, რადგან კარგად ვითამაშეთ და ბრაზილიას ვაჯობეთ.
ჩვენ ფინალში გასვლას ვიმსახურებდით.
ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, ვინაიდან ამ ნაკრებს მომავალი აქვს. ჩვენ უბრალოდ მას ცოტა დრო უნდა მივცეთ. წინ, არგენტინა".