ქართველების "სან ხოსესთან" ორჯერ წაგების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მაინც ბაქიაობს

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ლოს-ანჟელესის "გალაქსი" MLS-ის პირველობაზე ორჯერ დამარცხდა ქართველების "სან ხოსესთან" (0:3, 1:3). თავად თავის გუნდს ვერაფრით შეეწია, მაგრამ ტრაბახი მაინც ვერ მოიშალა.

"MLS-ი ევროპული დონე არ არის. ადრე ჩემი ან ჩემთან მოახლოებული დონის ფეხბურთელებთან ვთამაშობდი. ეს ურთიერთმოქმედებას აადვილებს.

აქ ისე ვარ, როგორც "ფერარი" "ფიატებში". შეიძლება ისე მოხდეს, რომ "ფერარი" "ფიატი" გახდეს ან პირიქით. ასეთივე პრობლემა შვედეთის ნაკრებში მქონდა, თუმცა მთლად ამხელა განსხვავება არ იყო.

მაშინ ჩემს თავს ვუთხრი:"ამას არ ვიღებ. მიუღებელია, რომ პასი არ მომცენ ან ძალიან დამიგვიანონ. მინდა,
ჩემს დონემდე ამაღლდნენ. ამერიკაში თამაში გაცილებით უფრო სწრაფი შეიძლებოდა ყოფილიყო", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს ESPN-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
30 ივნისის სტატიას იმეორებთ.რა ხდება?
სოსო
09:02 19-07-2019
0

სიახლეები პოპულარული