"სახლში წადი, შე პატარა ძუკნა!" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა დასაჯონ [VIDEO]

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელაქსის" თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს "ლოს ანჯელესის" მეკარეების მწვრთნელთან კონფლიქტი მოუვიდა, იტყობინება გამოცემა Metro.

37 წლის შვედმა მეტოქის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, რითაც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:2 მოიგო.

მეტოქის მეკარეთა მწვრთნელი ზაკ აბდელე უკმაყოფილო ზლატანის საქციელით, რომელმაც "ლოს ანჯელესის" მეკარის წინააღმდეგ ერთ-ერთ ეპიზოდში იდაყვით ითამაშა.

შეკამათებისას შვედმა მწვრთნელს უთხრა: "სახლში წადი, შე პატარა ძუკნა! სახლში წადი".

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეკამათება მეტოქე გუნდის მწვრთნელთან
შესაძლოა ამის გამო იბრაჰიმოვიჩი დასაჯონ.

MLS-ის 21-ე ტურის შემდეგ იბრაჰიმოვიჩის "გელაქსი" სატურნირო
ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლოს ანჯელეს" 9 ქულით ჩამორჩება. ზლატანის ანგარიშზე ამ დროისთვის 16 გოლია.

ზლატან იბრაჰიოვიჩის ჰეთ თრიკი ლოს ანჯელესის კარში
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილი შვედია:ქერა,ცისფერთვალება,დინჯი,ზრდილობიანი,ტოლერანტი...
ტოტო
21:01 21-07-2019
0
ჯერ მარჯვენათი, მერე თავით, ბოლოს მარცხენათი... ვერაფერს იტყვი უნიკალური ფეხბურთელია! ნეტა 100 წლამდე ითამაშოს!
aburjga
19:35 20-07-2019
2

სიახლეები პოპულარული