ჰარი კეინმა "იუვენტუსს" ცენტრიდან გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართული შეხვედრა ჰარი კეინმა ლონდონელებს ულამაზესი გოლით მოაგებინა.

შეხვედრაში ანგარიში ერიკ ლამელამ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ "ჩელსიდან" დაბრუნებულმა გონსალო იგუაინმა გაათანაბრა ანგარიში, მალე კი კრიშტიანო რონალდომ "იუვე" წინ გაიყვანა.

ლონდონელებმაც მალევე მოახერხეს გოლის გატანა. თავი ლუკას მოურამ გამოიჩინა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა შეტევის ორგანიზების პროცესში "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი და შედეგად საკუთარ კარში ულამაზესი გოლი მიიღეს.

შემდეგ მატჩში "იუვე" მილანის "ინტერს" შეხვდება. თამაში 24 ივლისს,
15:30 საათზე დაიწყება. ხოლო "ტოტენჰემის" მეტოქე ზუსტად 24 საათის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მაგარი ბურთი ტენა ცენტრიდან კეინმა? რ ო ლ ა ნ დ ო ს!!!!!!!!!!!!
barsa
11:14 23-07-2019
2

სიახლეები პოპულარული