
მსოფლიო ფეხბურთის ორი ლეგენდა - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ლოს ანჟელეს გალაქსი) და ბასტიან შვაინშტაიგერი (ჩიკაგო ფაირი) ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდნენ.
ისინი MLS-ის "ყველა ვარსკვლავის" შემადგენლობაში "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან და იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს გაეხუმრა:
"გერმანული მანქანა! ჩემო მეგობარო, 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები".
ზლატანი 37 წლისაა, ბასტიანი კი - 34-ის.