30 წლის სერბი ნახევარმცველი დუშან ტადიჩი "აიაქსის" ახალი კაპიტანი გახდა.
ადრე გუნდისთავი მატეის დე ლიხტი იყო, რომელიც "იუვენტუსში" გადავიდა.
ტადიჩმა ახლახან "აიაქსთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.
გასულ სეზონში დუშანმა ჰოლანდიის ჩემპიონატის 34 მატჩში 28 გოლი (11 პენალტით) და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.