
ამსტერდამის "აიაქსმა" 2021/22 წლების სეზონისთვის ახალი ფორმის მესამე კომპლექტი წარმოადგინა, რომელიც ლეგენდარულ მუსიკოს ბობ მარლის მიეძღვნა.
შავი ფერის მაისურზე სამი ფერის ზოლებია - რასტამენების საფირმო ფერებში: მწვანე, ყვითელი და წითელი.
!["აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7e9c222d28a22da1c23d9f808bcb83b2.jpg)
!["აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/bf5701ebec6916925d7fa0f7d323b32b.jpg)
უკნიდან, საყელოს ქვეშ სამი ჩიტია გამოხატული - რომლებიც ბობ მარლის სიმღერა Three Little Birds-ის ალეგორიაა.
ბობ მარლის ფეხბურთი ძალიან უყვარდა, Three Little Birds-ი კი "აიაქსის" ფანების ჰიმნია. ისინი სიმღერას ყოველი მატჩის დროს ასრულებენ.