"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა

AutoSharing Option
30 ივლისს, ამსტერდამის "აიაქსის" 16 წლის თავდამსხმელი ნოა გესერი 18 წლის ძმასთან ერთად ავტოკატასტრიფაში დაიღუპა.

ტრაგიკული ავტოინფიდენტის შესახებ საზოგადოებას ამსტერდამულმა კლუბმა ამცნო.

"აიაქსი" ტრაგიკული შემთხვევის გამო ძალიან დამწუხრებულია. კლუბი გესერის ოჯახსა და ახლობლებს ამ მძიმე პერიოდში სიმტკიცეს უსურვებს,"- დაწერა ნიდერლანდული გრანდის განცხადებაში.

De Telegraaf-ის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც გესერი იჯდა, სავალი გზის საწინააღმდეგო ზოლში გადავიდა და ტაქსის შეეჯახა. ფორვარდთან ერთად მანქანში მყოფი 18 წლის ძმაც დაიღუპა, ხოლო ტაქსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გესერი "აიაქსში" 2018 წელს გადავიდა, ხოლო მომავალ (2021/22 წლების) სეზონში
ამსტერდამელთა ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში დებიუტი უნდა ჰქონოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული