მოსკოვის "ტორპედოს" თავდამსხმელმა ივან სერგეევმა ულამაზესი გოლი გაიტანა რუსეთის პირველი დივიზიონის მატჩში კურსკის "ავანგარდის" წინააღმდეგ და ზურგით მდგომმა ლამის მეკარის ბაქნიდან თავზე გადაუგდო ბურთი კარის დარაჯს.
მოსკოვური კლუბის სოციალურმა ქსელებმა სერგეევის გოლი პუშკაშის ჯილდოს მთავარ პრეტენდენტად უკვე დაასახელეს.
რამდენად მოიპოვებს წლის საუკეთესოს სტატუსს სერგეევის გოლი, ძნელად სავარაუდოა, თუმცა ფაქტია, რომ უხერხული მოძრაობით რუსმა თავდამსხმელმა კარიერის გოლი გაიტანა.
მომზადებულია championat.com-ის მიხედვით