ქუთაისის "ტორპედო" მოსკოვის "ტორპედოს" 20 წლის მცველს აკვირდება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" მოსკოველ სეხნიასთან მოლაპარაკებას მართავს - გიორგი დარასელია 20 წლის ანდრეი ნიკონოვის ტრანსფერით დაინტერესდა.

მოსკოვის "ტორპედოს" მცველი მოახლოებული სეზონისთვის ქუთაისელებთან ერთად ემზადება.

ნიკონოვს, ძირითადად, მოსკოველთა დუბლშემადგენლობაში უწევდა თამაში. გააფორმებს თუ არა რუსი კონტრაქტს რიონისპირელებთან, ეს უახლოეს დღეებში გაცხადდება.

დღეს, 14 ივლისს, "ტორპედო", 18 საათზე, საღორიის ბაზაზე, მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს მარტვილის "მერანთან" და არ არის გამორიცხული, ნიკონოვმა ქუთაისური გუნდის ფორმა პირველად ამ თამაშში მოირგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი რა მიკვირს იცით? ნუთუ მოსკოვის ტორპედოში , რომელიც გავარდა ახლახანს პრემიერლიგიდან, მოიძებნა დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი შორს მოსკოვში და საქართვრელო რომელიც უნიჭიერესების ქვეყანაა ვერ მოიძიეს ან ლოკოდან ან და საბურთალოდან ფეხბურთელი თუ სურდათ? იმის ფონზე რომ ეს გუნდები უარს არ აცხადებენ ფეხბურთელების გაშვებაზე თუნდაც უფასოდ არ ვიცი რა ნამდვილად მგონი ლეგიონერი ჩამოვიყვანეთო ამის ჩვენება სურთ
DAVITI
17:33 14-07-2015
0
უყვარს მერაბს ხანდახნობით მკითხველის დაბოლება :)
კლიმენტი
16:41 14-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული