Match Tv-ს ინფორმაციით, 31 წლის ქართველი მცველი გია გრიგალავა კარიერას სავარაუდოდ, მოსკოვის "ტორპედოში" განაგრძობს.
გავრცელებული ცნობით, დედაქალაქური გუნდი მომდევნო კვირაში 2 ცენტრალურ მცველს დაიმატებს, 4 ვარიანტიდან კი ერთ-ერთი გრიგალავა გახლავთ, რომელიც ფორმის შენარჩნების მიზნით სწორედ "ტორპედოში" ვარჯიშობს.
მოგეხსენებათ, ჩვენებური, "არსენალიდან" წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახლავთ.
რაც შეეხება "ტორპედოს", კლუბი რუსეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და საწყისი 4 ტურის შემდეგ 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.