დიეგო ფორლანი: რონალდო მთელი დღე სარკეში იყურებოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ექსთავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ყოფილ თანაგუნდელ რონალდოს ეგოისტი უწოდა.

"ბექჰემისგან განსხვავებით, რონალდო გასახდელში ეგოისტი იყო. უნდოდა, სულ სარკესთან ყოფილიყო, მთელი დღე სარკეში იყურებოდა", - განუცხადა ფორლანმა "მირორს".

ფორლანმა 2002-04 წლებში "მანიუში" 98 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მან ფეხბურთელის კარიერა გასულ წელს, ჰონკონგის "კიტჩიში" დაასრულა.

რონალდომ ამავე გუნდში 2003-09 წლებში 292 შეხვედრაში 118-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთელი მოედანზე თავის საქმეს აკეთებს თანაც უმაგრესად და ამ იდიოტმა მონახა "კომპრომატი"? - ბექჰემს პატივს ვცემ მაგრამ არ მგონია რომალდოზე ნაკლებად ეზრუნა თავის ვიზუალზე და იმიჯზე და ალბათ არანაკლებ სარკეში ყურებით - თუნდაც ფერგიუსონის დამოკიდებულება გაიხსენეთ ბოლომდე პატივს სცემდა რონალდოს და ბეკჰემი კი იძულებული გახადა გუნდი დაეტოვებინა
NN
19 აგვისტო 2019 16:03
3
ჯერ ერთი საკუთარი თავი რომ ევასება ტიპს მაგას ნარცისიზმი ჰქვია და არა ეგოიზმი და ეგ რა სალაპარაკოა საერთოდ. ფორლანის საქციელს უარესი ჰქვია, ჭორაობა

ისე ფორლანმა საკუთარ შედეგებს შეხედოს და მერე ამ გენიალურის სპორტსმენის, 35 ასაკშიც რომ დაფრინავს

პ.ს. არ ვარ რონალდოს ფანი :)) ობიექტური ვარ უბრალოდ
ესეც მაგარი ჭორიკანა ყოფილა
19 აგვისტო 2019 14:21
3
მეგობარო! შენ ჩემი ნათქვამი სრულყოფილად ვერ გაიგე ეტყობა.ტიპმა რა სიტუტუცე დააბრეხვა არგუმენტად იმას გავუსვი ხაზი და არ ვამბობ,რომ რონალდო ანგელოზია.იგი საკმაოდ თავმოყვარეა,მაგრამ ამ თავმოყვარეობამ მოიყვანა აქამდე.რაც შეეხება ჰიგიენას ის ერთ-ერთი გამორჩეულია და არ ვაპირებ ამის მტკიცებას.ეს ისედაც ყველამ იცის.ტიპი თუ სარკეში იყურება,ამავდროულად ვარჯიშობს ყოველ წამს და სულ ფორმაშია.ყველამ იცის რონალდომ რა სიღარიბეს დააღწია თავი.მამამისი ლოთი იყო და ოჯახის რჩენა მას უხდებოდა.ტიპმა ძლივს ამოისუნთქა და ეს ვიღაც მართლა "ცალფაზიანი" მის ეგოიზმზე საუბრობს.ან რა კაცის საქმეა ასეთი ჭორიკნობა ტელევიზიაში.მართლაც ტატუებით,რომ გადაუჭიმია მის მოდგმას სხეული ეგ მოსწონს?ჰმმ გასაკვირია.არ დაბლოკოთ.
მალხაზ-ს
19 აგვისტო 2019 12:58
3
საერთოდ ნამეტანი სარკეშიც საკუთარი თავის ტკბობა არ არის მისაღები მითუმეტეს კაცისთვის. ეს დავუტოვოთ ქალბატონებს ვისაც ძალიან უყვართ სარკეში ყურება. მე ნამდვილად მივესალმები, რომ ნებისმიერი სპორცმენი უნდა აქცევდეს ყურადღებას სისუფთავეს და გარეგნობას, ამაში არ ვდავობთ, მაგრამ ნამეტანი ნარცისობაც არ შეშვენით. ისე ერთ რამეში გეთანხმები, რომ იძახიან ფეხბურთი ღარიბების სპორტიაო, სამაგიეროდ მერე ხდებიან რამის მილიარდელები. ერთს გავუსვამ ხაზსს ვინც მართლა აკლავს თავს გულშემატკივრების გასახარად ფეხბურთის თამაშს, ყველას ღმერთმა შეარგოს ის მილიონები.
მალხაზი
19 აგვისტო 2019 13:58
0
აუ რა დარტყმული ყოფილა ეს:):):) რა უაზრო და ტუტუცი არგუმენტია.რატომაა ეგოისტი?მოწესრიგებულად,რომ გამოდის მოედანზე,არ იფურთხება და რომ არ იდორბლება ყოველ ნაბიჯზე მაგიტომ?იმიტომაც ვერაფერი ხეირანი ვერ მოიგე მასეთ უაზრობებს,რომ ყბედობ!მახსოვს ურუგუაის და გერმანიის შეხვედრა...როგორ კარგად ასრულებდა ეს კაცი ჯარიმებს,მაგრამ ასეთი "ცალფაზიანი"თუ იქნებოდა არ მეგონა...არ დამბლოკოთ.
კარგით რა
19 აგვისტო 2019 10:47
7
კარგი რა? მართალს ამბობს ფორლანი. რა ახალი ამბავია როლანდო, რომ ნარცისია? არ იფურთხებაო რამდენჯერ გვინახია მისი გადმოფურთხება და კვერცხების თუ მაყურებლისკენ თუ მსაჯისკენ მოძრაობები. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი "იპურჭყება" მინდორზე ისე, რომ ნამეტანი ანგელოზი ნუ გამოგყავთ როლანდო. როცა ადამიანი საღად აზროვნებს,არ არის საჭირო ყვვლას "ცალფაზიანი" უწოდო.
მალხაზი
19 აგვისტო 2019 11:48
8
მდაა
19 აგვისტო 2019 06:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული