ფიფა გვერდითა არბიტრებს რობოტებით ჩაანაცვლებს?

AutoSharing Option
ფიფას ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ გვერდითა არბიტრები რობოტებით შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

"ფიფაში უკვე არსებობს დეპარტამენტი, რომელიც შესაბამის კვლევებს აწარმოებს. შეცვლიან თუ არა რობოტები მსაჯებს სრულად? ეს შესაძლოა მოხდეს", - უთხრა სანდო წყარომ Mirror-ს.

ბოლო წლებში ფეხბურთში სულ უფრო მეტი დოზით იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

ფიფას პირველი ნაბიჯი თავის დროზე გოლის ჩათვლის ავტომატური ფუნქციის შემოღება გახდა - სპეციალური სისტემა განსაზღვრავს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი.

2018 წლიდან სხვადასხვა შეჯიბრებაში ვიდეოდახმარების სისტემა VAR-ი შემოიღეს. ამის საშუალებით მსაჯებს საკამათო ეპიზოდების განხილვა
და გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვოვა მართალი ხარ, ამ ფიფამ სულ გააფრინა.
ნოდო
12:38 27-08-2019
0
ვაი თქვენს პატრონებს სულელებო! ბარემ ცოცხალი ფეხბურთელებიც, რობოტებით შეცვალეთ. მსაჯ კაცებსაც ხომ ანაცვლებთ ქალებით და ასე ყირაზე დაყენეთ ყველაფერი. ბოლოს იმას მიაღწევ, რომ ფეხბურთის ყურებას შეაზიზღებთ ადამიანებს.
ვოვა
11:20 27-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული