მექსიკაში გვადალახარული დერბი ყოველთვის დაძაბულია. ამჯერადაც ასე იყო, "ჩივასმა" "ატლასი" 1:0 დაამარცხა, 63-ე წუთზე გატანილი გოლი კი 21 წლის თავდამსხმელმა ერნესტო ვეგამ "ორიგინალურად" აღნიშნა.
ვეგამ ტრუსი ჩაიხადა და მოწინაღმდეგეს უკანალი უჩვენა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ მან მაისურა გაიხადა და მსაჯმა ამისათვის უჩვენა ყვითელი ბარათი, თორემ ტრუსის სახალხოდ ჩახდისთვის უბატონოდ ხმა არ გაუცია.