"არსენალის" ლეგენდა: მესი "ოქროს ბურთს" არ იმსახურებდა, გამოკითხვა ნამდვილი ცირკია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ლეგენდა პოლ მერსონმა კომენტარი გააკეთა ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის შესახებ და საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა როგორც პროცედურა, ისე პრიზის ნომინანტობის საკითხი.

"დაიმსახურა თუ არა მესიმ ჯილდო? არამც და არამც. მაპატიეთ, მაგრამ ეს რაღაც სისულელეა. მან გააკეთა ის, რასაც ყოველ სეზონში აკეთებს. ის ახალ დონეზე არ ასულა. მან ვერ მოაგებინა "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგა. რამდენი გოლი გაუტანა "ალავესს"? ასეთ ჯილდოებს რაღაც განსაკუთრებულის გამო იღებენ.

ვან დაიკმა კი სწორედ განსაკუთრებული რამ გააკეთა. ის დაეხმარა "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, ანუ იმ
მიზნის ასრულებაში, რაც "ბარსელონას" ჰქონდა. მათ რომ ჰკითხოთ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ურჩევნიათ თუ ლა ლიგის, ისინი პირველს აირჩევენ. ასე რომ, ჩემთვის გამოკითხვის შედეგები სასაცილოა. ეს ნამდვილი ცირკი გახლავთ.

იცით, რატომ მიიღო ეს ჯილდო მესიმ? იმიტომ, რომ პრიზის გაცემა 2016 წლიდან დაიწყეს. პირველი ორი სეზონი ის რონალდომ მიიღო, შემდეგ - მოდრიჩმა. ასე რომ, ახლა პრიზის მესისთვის მიცემა მოუწიათ. რა უნდა გაეკეთებინა ვან დაიკს? მან ჰოლანდიის ნაკრებიც ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა. არც კი მჯერა... მან ხომ კლუბიც და ნაკრებიც სხვა დონეზე აიყვანა.

მესის ეს არ გაუკეთებია "ბარსელონაში" გასულ წელს. მას ეს არასდროს გაუკეთებია. მუდმივად იმას აკეთებს, რაც სჩვევია. თუ ჯილდოს მწვრთნელი იღებს, როგორ შეიძლება პრიზი მისმა ფეხბურთელმა არ მიიღოს?" - ამბობს ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ექსპერტი პოლ მერსონი Metro-სთან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
აბა ბოღმებო და შურიანებო, გაგიჟდით ხომ მესის საუკეთესეობაზე? ამ ლიგებით ნუ წაიღეთ ტვინი ეკუთვნოდა და სამართლიანადაც გადასცეს. სანამ ეს აყლაყუდა ვან დეიკი გამოჩნდებოდა, გაგებულიც არც მქონდა მისი გვარი. მესიზე მეტი რა გააკეთა ისეთი, ასე, რომ გაგიჟდით? ჰა ერთი ლიგა მოიგო, რას ამბობთ ერთი ასეთი კარგი მეკარე არ ყოლოდათ.... არ შეჭამეთ ყველა ბოღმებმმა ტვინი?
????
15:51 24-09-2019
11
ვან დაიკი ლივერპილს დაეხმარა ლიგის მოგებაშიო, სამაგიეროდ მესი დაეხმარა დანარჩენ მსოფლიოს ენახა რა არის ნამდვილი ფეხბურთი!
barsa
16:41 24-09-2019
3

სიახლეები პოპულარული