ჯენარო გატუზო მოსკოვშია და ერთ-ერთ გუნდს ჩაიბარებს

AutoSharing Option
championat-ის ცნობით, "მილანის" ყოფილი მწვრთნელი ჯენარო გატუზო მოსკოვში ჩაფრინდა.

გამოცემის მტკიცებით, გატუზოს ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია რუსული გუნდი ჩაიბაროს.

გატუზო "როსონერის" მწვრთნელობიდან ამა წლის 28 მაისს გადააყენეს, თუმცა ამით "მილანს" არაფერი ეშველა და მის მემკვიდრე მარკო ჯამპაოლოსაც მოხსნას უპირებენ.

გატუზო  ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ აგრეთვე "სიონს", "პალერმოს" და "პიზას" ედგა სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს ან სპარტაკს. ეგებ ჯანოს ეშველოს და გატუზომ მაინც ათამაშოს
თორნიკე
12:32 27-09-2019
1

სიახლეები პოპულარული