13 ოქტომბერს ბრაზილიისა და ნიგერიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 1:1 დასრულდა.
"სელესაოს" თავდამსხმელმა ნეიმარმა მე-12 წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
კოპა ამერიკაზე გამარჯვების შემდეგ ბრაზილიამ ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოიგო - კოლუმბიას და სენეგალს დაუზავდა, ხოლო პერუსთან დამარცხდა.
სინგაპური. "ნასიონალი"
ბრაზილია - ნიგერია 1:1
გოლები: 0:1 არიბო (35), 1:1 კაზემირო (48)
ბრაზილია: ედერსონი, დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ლოდი, არტური (ფაბინიო 80), კაზემირო, ჟეზუსი (პაკეტა 88), ნეიმარი (კოუტინიო 12), ევერტონი (რიშარილსონი 46), ფირმინო (გაბრიელი 62)
ნიგერია: უზოხო (ოკოიე 63), ავაზიემი, აჯაი, ტროსტ-ეკონგი, კოლინზი, ნდიდი, არიბო (შეხუ 90+5), ჩუკვეზე (ოლაინკა 89), ივობი (აზიზი 48), სიმონი (დენისი 84), ოსიმჰენი (ონუაჩუ 74)