კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის ამ კომპონენტში აჯობა...

AutoSharing Option
ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკლავმა კრიშტიანო რონალდომ თავის მთავარ ინდივიდუალურ მეტოქე ლიონელ მესის ინსტაგრამის საშუალებით გამომუშავებულ თანხის მიხედვით აჯობა და ლეოზე 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტი ფული იშოვა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 2018 წელს კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამის საშუალებით 44 მილიონი ევრო იშოვა, ხოლო ლიონელ მესიმ კი, 21 მილიონი. მესამე ადგილზე სუპერმოდელი კენდალ ჯენერი გავიდა გამომუშავებული 14 მილიონი ევროთი, ხოლო მეოთხე კი ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი გახდა 10 მილიონით.

კრიშტიანომ გასული წლის განმავლობაში 49 სარეკლამო პოსტი დადო ინსტაგრამზე და თითოეულ
მათგანში 900 000 ევრო აიღო. მესის მსგავსი 36 პოსტი ჰქონდა და თითოეულში 590 000 ევრო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ გამომწერების მიხედვით პორტუგალიელი ლეოს აშკარად ჯობს - რონალდოს გამომწერთა რაოდენობა 188 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო მესის 136 მილიონს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კრიშტიანო ფიზიკური მონაცემების გამო ქალების კუმირია,მესი ბავშვების.
ასეა ეს
20:58 16-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული