"ბარსელონას" ლეგენდა პირდაპირ ეთერში ატირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, "ოქროს ბურთის" მფლობელი, ბულგარელი ხრისტო სტოიჩკოვი პირდაპირ ეთერში ბულგარეთში მომხდარ რასისტულ-ნაცისტურ მოქმედებებსა და ზოგადად, რასიზმზე საუბრისას პირდაპირ ეთერში ატირდა.

ჟურნალისტი: "თქვენ თქვით, რომ ამ ყველაფრის ნახვამ გაგანადგურათ, ძალიან დაგამწუხრათ..."

სტოიჩკოვი: "რა თქმა უნდა. სხვა რისი გაკეთება შემეძლო?"

ჟურნალისტი: "გამოსავალი რაში მდგომარეობს?"

სტოიჩკოვი: "ეს ფანები სტადიონზე არ უნდა შეუშვა, ან უფრო მკაცრი სასჯელი უნდა დააკისრო, როგორც ეს ინგლისში მოხდა რამდენიმე წლის წინ (ინგლისში, ტრიბუნებზე ფანების ნაცისტური ან რასისტული ქმედებების გამო კლუბი 5-წლიან დისკვალიფიკაციას იღებს და ცარიელ
სტადიონზე მოუწევს თამაში). მეტიც, 5 წელი ფეხბურთის გარეშე, ერთხელ და სამუდამოდ, როგორც ეს ნარკომომხმარებლების შემთხვევაში ხდება".

ჟურნალისტი: "თქვენ იმ გუნდზე ამბობთ, რომლის შემადგენლობაში თვითონ თამაშობდით 1992 წლის მსოფლიო თასზე..."

სტოიჩკოვი: "დიახ, ეროვნულ ნაკრებზეც და ქვეყნის ყველა კლუბზე. ადამიანები არ იმსახურებენ ტკივილს... თქვენ გგონიათ, მე ვგრძნობ თავს კარგად?"- თქვა ბულგარელმა ლეგენდამ და ატირდა.

თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების მცველმა მარსელ დესაიმ თავად სტოიჩკოვი დაადანაშაულა რასისტულ მიმართვაში.

"მე ვერ მივიღებ და შევეგუები რასისტულ გამონათქვამებს, თან ისეთი დონის ფეხბუთელისაგან, როგორიც სტოიჩკოვია, მას ეს არ უხდება. საწყისი 20 წუთის განმავლობაში ის ჩემ და წარმოშობით აფრიკელი სხვა ფეხბურთელების მიმართ სხვადასხვა შეურაცხმყოფელ ფრაზას იყენებდა,"- განაცხადა მაშინ დესაიმ.

მაშინ სტოიჩკოვმა თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი რამ იყო.

"ეს არაფერია განსაკუთრებული, მოედანზე ასეთი რამ ყოველთვის ხდება. მიკროფონს თუ ჩამოჰკიდებთ ფეხბურთელებს, ნახავთ, რომ ყველა ასე ლაპარაკობს."

როგორც ჩანს, სტოიჩკოვმა თავისი ძველი დამოკიდებულელები გადააფასა და გააანალიზა, რომ სწორად არ იქცეოდა. ბულგარელი იოჰან კრუიფის "დრიმ თიმის" წევრი იყო, როცა "ბარსელონამ" პრიმერა დივიზიონი ზედიზედ 4-ჯერ მოიგო.


მომზადებულია The Sun-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამას ეტყობა დაავიწყდა თბილისში ბავშვს წყალი რომ შეასხა
lado
12:13 17-10-2019
1
ალბათ ბულგარეთის შედეგების გამო უფრო აეტირა ვიდრე რასისტული თემის :))
Giorgi
00:34 18-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული