მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიდერლანდელმა რუუდ ვან ნისტელროიმ ესპანურ sport.es-სთან საუბარში ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოსა და სხვა ფეხბურთელებს შეადარა.
"რონალდო ბომბარდირია, ინიესტა - ჭკუა, სალაჰი, მანე, აზარი და მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, თუმცა ყველა მათგანი ერთად არის მესიში. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც არგენტინელის დონეზეა. თითქოს Playstation-ით თამაშობს", - განაცხადა ნიდერლანდელმა ფორვარდმა.
რუუდ ვან ნისტელროიმ კარიერა 2012 წელს "მალაგაში" დაასრულა, იქამდე კი შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. ნიდერლანდების ნაკრებში 70 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი 35-ჯერ გამოიჩინა.