"ოლიმპიაკოსისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ინციდენტი მოხდა.
ადგილობრივი ფანები პირდაპირ შეხვედრის დროს გერმანული კლუბის ქომაგებს დაესხნენ თავს.
მიუნხენელები 4:0-ს იგებდნენ და 84-ე წუთზე ადგილობრივმა "ულტრასებმა" ვეღარ მოითმინეს. მოედანზე 70 ხულიგანი შეცვივდა, გერმანელი ფანების ტრიბუნებისკენ გაემართა და თავს დაესხა.
შედეგად, 4-მა გერმანელმა ფანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.
მატჩის შემდეგ "ოლიმპიაკოსმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ფანების საქციელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი გულშემატკივრების ადგილი კლუბის ოჯახში არ არის.