რაიან გიგზი: მესი თუ რონალდო? არანაირი შედარება არ შეიძლება

AutoSharing Option
უელსის ნაკრების მწვრთნელმა რაიან გიგზმა კითხვას უპასუხა - "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესია უკეთესი ფეხბურთელი თუ "იუვენტუსის" ფორვარდი რონალდო?

"მესი თუ რონალდო? არანაირი შედარება არ შეიძლება, მესი.

ძნელია რომელიმეს არჩევა. მე მინდა რონალდო ავირჩიო, რადგან ერთად ვთამაშობდით. ვუყურებდი მის განვითარებას. თუმცა მესი ნამდვილი გენიოსია, ასეთ ფეხბურთელებს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იხილავ.

მინდა კრიშტიანო ავირჩიო, მაგრამ აქ მართლაც არანაირი შედარების გაკეთება არ შეიძლება", - განაცხადა გიგზმა DAZN-ის ეთერში.

გიგზი და რონალდო "მანჩესტერში" ერთად 2003-09 წლებში თამაშობდნენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცოლი თუ ძმის ცოლი? ცოლი გინდოდა აგერჩია მაგრამ . . . ძმის ცოლთან "მოარშიყეები" მართლა საუკუნეში ერთი თუ დაიბადება. ამის არჩევანმა ახლა მესის რამე მოუმატა?
1
მესი თუ რონალდო?მარადონა,მარადონა და მარადონა.
გოჩა
21:24 25-10-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული