იაპონიაში გუნდმა 1 წუთში ცენტრიდან 2 გოლი გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იაპონიის "ჯეი 2" ლიგის მატჩში, რომელშიც "მონტედიო იამაგატა" და "ეჰიმე" ხვდებოდნენ, ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა - სტუმართა მეკარემ 1 წუთში ცენტრიდან დარტყმული 2 ბურთი გაუშვა.

61-ე წუთზე ანგარიში 1:0 იყო, მასპინძელთა სასარგებლოდ, როცა სტუმრებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს და კარიდან შორს გამოსულ მეკარე ოკამოტოს ნაკამურამ (ეს შუნ ნაკამურა გახლავთ და არა შინსუკე) ბურთი თავზე გადაუგდო. თუმცა "ეჰიმეს" მეკარე ამან ვერ შეაშინა და ცენტრიდან ბურთის გათამაშების შემდეგ ისევ დატოვა კარი, ამჯერად კი ოკამოტოს საკამოტომ გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა -
3:0.

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური გახლავთ დარჩენილი. "იამაგატა" უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. მართალია, არც ისე ცოტა კონკურენტი ჰყავს, თუმცა, თუ სხვა მეტოქე გუნდის მეკარეებიც ასე ითამაშებენ, წესით, მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ...



მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოტალიზატორები დაღუპავენ ფეხბურთს
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული