კარლოს ტევესი: მესის ბევრი რამ ბუნებრივად აქვს, რონალდო სულ ვარჯიშობს

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ყოფილ თანანაკრებელ ლეო მესიზე და ყოფილ თანაგუნდელ რონალდოზე ისაუბრა.

"მესი რონალდოს დარი არ არის. მას ბევრი რამ ბუნებრივად აქვს, ხოლო დანარჩენზე მუშაობს.

საჯარიმოებს ძალიან კარგად ვერ ასრულებდა, ახლა კი კუთხეებში "აჭედებს". ამას ვარჯიშით მიაღწია.

რონალდო მთელ დღეს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს. როდესაც ვარჯიში 9 საათზე გვეწყებოდა, 8 საათზე მივდიოდი და ის უკვე იქ იყო. შემდეგ 18.30 საათზე მივდიოდი და ისევ იქ იყო.

ერთხელ ბაზაზე 6:30 საათზე მივედი და მაშინაც იქ დამხვდა. გამოუძინებელი იყო, მაგრამ ვარჯიშობდა", -
ციტირებს ტევესს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორც გავიგე რონალდო ჩვეულებრივი ფებურთელია, მაგრამ ბევრს ვარჯიშობს. ივარჯიშე და რონალდოობა გარანტირებული გაქვს.
მიხო
20:30 01-11-2019
1
თავისი ადგილი რომ იცოდეს მაგ რონალდუმ, უკეთესი იქნებოდა. რაც არ უნდა ვარჯიშობდე გენიას როგორ უნდა გაეჯიბრო, მესის ჯობნა როგორ უნდა მოინდომო თუ ავადმყოფი არ ხარ.
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული