იამაიკის ქალთა ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ტარანია კლარკი ჩხუბში მოკლეს, - იტყობინება "გარდიანი".
პირველ ნოემბერს კლარკს მეორე ქალთან მობილური ტელეფონის გამო ჩხუბი მოუვიდა, რომელმაც ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ინციდენტი ხუთშაბათ გვიან საღამოს იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში მოხდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ დამნაშავე დააკავეს.