პელე: ადრე ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, ახლა მხოლოდ ორია

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფე პელემ მსოფლიოს ფეხბურთში ვარსკვლავების სიმწირეზე ისაუბრა.

"ვისთან ვისურვებდი 2019 წელს თამაშს? მესის დავასახელებ. ის ძალიან მოხერხებული ფეხბურთელია. ლეო შედეგიან გადაცემებს აკეთებს, გოლები გააქვს, ბურთს შესანიშნავად ფლობს. ჩვენ რომ თანაგუნდელები ვიყოთ, მეტოქეებს ორი ფეხბურთელის შეჩერება მოუწევდათ და არა ერთის! მესი სრულყოფილი მოთამაშეა.

ადრე ყველა ქვეყანაში მსოფლიოს დონის 2-3 ფეხბურთელი იყო: ეუსებიო, იოჰან კრუიფი, ფრანც ბეკენბაუერი, დიეგო მარადონა, გარინჩა, დიდი. რამდენი დავასახელე? ძალიან ბევრი იყო. ახლა მხოლოდ მესი და რონალდოა. შეიძლება კიდევ ნეიმარი დავასახელოთ, მაგრამ ის ბრაზილიაში დიადი ჯერ ვერ
გახდა.

იმედია, ნეიმარი მსოფლიოს ფეხბურთში მთავარი პრიზის პრეტენდენტი იქნება. ხალხი მას აკრიტიკებს. გვავიწყდება, რომ ჩვენი "სანტოსის" პროდუქტია. მისთვის მუდამ საუკეთესო გვინდა. ამას ნეიმარის მამას ხშირად ვეუბნები. ნეიმარი შესანიშნავი მოთამაშეა", - ციტირებს პელეს "გაძეტა დელო სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამაშია საქმე! ეხლა მაინც დაუჯერე პელეს, თვით პელეც კი აღიარებს მესის ნიჭს და უწოდებს სრულყოფილს. ა
ბარსა მესი
21:29 14-11-2019
0
ნიჭიერი რომ არის უპელეოდაც ყველამ ვიცით მაგრამ რათ გინდა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს ვერ თამაშობს განსხვავებით პელესა და მარადონასი.მაგალითად 2014 წლის მსოფლიოზე პლეიოფები ჩააგდო,ხოლო ფინალში საერთოდ დაიკარგა და საერთოდ ნაკრებში მაგის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.ხოლო ვარსკვლავებით დატენილ ბარსას 4 წელია ჩ.ლ.ვერ მოუგია.მოკლედ რაღაცა რომ აკლია პელესა და მარადონას სიდიადემდე ფაქტია.ამიტომ როდესაც მას ისტორიაში საუკეთესოს უწოდებენ არ ვეთანხმები და ჩემ აზრს გამოვთქვავ ხოლმე.
ამაშია საქმე
10:53 15-11-2019
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული