მასობრივი ჩხუბი რუსეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის მეორე საფეხბურთო ლიგის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს "ვოლგარ ასტრახანი" და მახაჭყალას "ლეგიონ დინამო" ხვდებოდნენ, მასობრივი ჩხუბით დასრულდა.

თავისი ზონის ლიდერი "ასტრახანი" საკუთარ კედლებში თამაშობდა და უპირატესობასაც ფლობდა. ვოლგისპირელები პირველ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვიან, ლეკ სტუმრებს კი მუდმივად დრო გაჰყავდათ. ანგარიში კი საყაიმო იყო - 1:1.

შეხვედრაც ამ ანგარიშითვე დასრულდა და ჩხუბიც დაიწყო. მიღებული დარტყმების შემდეგ ორი ფეხბურთელი გაზონზე დავარდა, 1 მოთამაშეც ჭიდაობის ილეთით დაანარცხეს მიწაზე.

ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების დაშოშმინება ადგილობრივმა მილიციამ მოახერხა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული