რაჰიმ სტერლინგი: ერთხელ იქნება და VAR-ი ბოლოს მომიღებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა კომენტარი გააკეთა "ჩელსის" კარში მის მიერ გატანილი და შემდეგ გაუქმებული გოლის საკითხზე.

სტერლინგმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა:

"მიხარია, რომ VAR-ის მიერ გაუქმებული გოლების საკუთარი რეკორდი დღეს კიდევ გავზარდე. ერთხელაც იქნება და VAR-ი ბოლოს მომიღებს."

სტერლინგის მიერ გატანილი გოლი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმეს, თუმცა კარგად არ ჩანდა, იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში მანჩესტერელთა გარემარბი. სტელინგი კი, წლევანდელ სეზონში 18 მატჩში გატანილი 14 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული