ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ შესაძლოა გუნდი დატოვოს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, "მეთოფეთა" ხელმძღვანელობამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი მწვრთნელის შეცვლაზე "საუთჰემპტონთან" (2:2) ფრის შემდეგ.
"არსენალის" ხელმძღვანელებს სურდათ, საბოლოო გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს მიეღოთ, თუმცა გუნდის კატასტროფულმა თამაშმა აიძულა მათ, შემცვლელი უკვე ახლა მოეძებნათ.
კანდიდატების სიაში ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი, "არსენალის" ყოფილი კაპიტანი მიკელ არტეტა, რომელიც ამჟამად ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" ეხმარება და "ტოტენჰემის" ყოფილი მენეჯერი მაურისიო პოჩეტინოა.
თუ ზემოთ აღნიშნულ სპეციალისტებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ ემერის ფუნქციებს ესპანელის თანაშემწეები: ემერი
ფრედ იუნბერგი და სტივ ბოულდი შეასრულებენ.
13 ტურის შემდეგ "არსენალი" სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს და პირველადგილოსანს 19 ქულით ჩამორჩება, ხოლო გავარდნის ზონამდე 8 ქულა აკლია.