როჯერ ფედერერი: არ ვიცი, მე - მესის და ნადალს რონალდოს რატომ გვადარებენ

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა იმაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, თუ რატომ ადარებენ მას "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის, რაფაელ ნადალს კი - "იუვენტუსის" ფორვარდ რონალდოს.

"ეს კითხვა ბევრჯერ დამისვეს. ვიცი, მე მესის მადარებენ, ხოლო ნადალს - რონალდოს და არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს ასეა. ორივე ფეხბურთელი განუმეორებელია. მათ ფეხბურთში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ამბობენ, თითქოს მესის ვგავარ, თუმცა დარწმუნებული არ ვარ.

ცნობადობა ყველასთვის კარგიც მოაქვს და ცუდიც და ცხადია, პლუსები მეტია. შეუძლებელია, ნორმალური ცხოვრებით იცხოვრო, მაგრამ ვიცი, საი
დან მოვედი. მშობლებმა კარგად აღმზარდეს და მათი მადლიერი ვარ. ისე, არ მსიამოვნებს, როდესაც ბავშვებთან ვარ და ხანდახან მითვალთვალებენ", - განუცხადა ფედერერმა Tennis World Foundation-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმიტომ რომ ოთხივე ძაან მაგარი სასწაულები ხართ
ასეა ეს
18:50 26-11-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული