"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ ესპანელ ხოსეპ გვარდიოლას თავისი ყოფილი და ამჟამინდელი კლუბები ერთმანეთში აერია და "ბარნლისთან" მოპოვებული გამარჯვების (4:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე მიუნხენის "ბაიერნი" წამოსცდა.
"როდრიმ შესანიშნავად ითამაშა და არა მხოლოდ მაშინ, როცა ბურთით იყო. ის ჭკვიანურად გადაადგილდებოდა მოედანზე და თანაგუნდელებს საქმეს უადვილებდა. ვფიქრობ, როდრიმ ადაპტაცია გაიარა და იდეალურად ეწყობა ამ ჩემპიონატს.
და ვფიქრობ, რომ მიუნხენის "ბაიერნი"... უი, რა მიუნხენის "ბაიერნი". "მანჩესტერ სიტიმ" იყიდა...მიუნხენის "ბაიერნი"... რაზე ვფიქრობდი? მიმაჩნია, რომ "მანჩესტერ სიტიმ" მომავლისთვის შესანიშნავი ფეხბურთელი იყიდა,"- თქვა გვარდიოლამ.