მესის დედა: რა თქმა უნდა, ეს ტკივილს მაყენებს

AutoSharing Option
არგნეტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ლიდერის ლიონელ მესიმ დედამ სელია კუჩიტინიმ მისი შვილის მიერ მე-6 "ოქროს ბურთის" მოგების შესახებ ისაუბრა.

"ასეთ დროს ყოველთვის ვღელავ. როგორ კარიერა აქვს. ის ყოველ დღე გვაოცებს იმით, თუ რას აღწევს. პირველ რიგში კი, როგორც პიროვნება, ეს მთავარია.

ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ჯილდოს არ ველოდით. გვეგონა, რომ მეხუთე ბოლო იყო. ეს შესანიშნავი სიურპრიზი იყო.

მისი კრიტიკა ტკივილს მაყენებს. თქვენ პრესას შეგიძლიათ აკრიტიკოთ, შეურაცხყოფის და დაცინვის გარეშე. რა თქმა უნდა, როგორც დედას, ეს ტკივილს მაყენებს.

ჩვენ ვიცით, მან
იცის, მთელმა ოჯახმა იცის, რომ მას ვალი აქვს არგენტინის მიმართ, მაგრამ ვის უნდა მასზე მეტად, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს ან ამერიკის თასი?", - თქვა მესის დედამ.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქალბატონ სელიას, დიდი მადლობა ასეთი კარგი შვილისთვის, მაგრამ არ გეთანხმებით, რომ აღნინავთ ლეოს ვალი აქვსო არგენტისთვისო, არაფერი ვალიც არა აქვს ლეოს, პირიქით აქეთ მადლობა უხადონ, რომ ასეთი ვარსკვლავი ყავთ მესის სახით. 6- ოქროს ბურთის მოპოვება ეს არის უნიკალური შემთხვევა საფეხბურთო ისტორიაში, რომელიც წონის და გადაწონის ყელანაირ მსოფლიოს ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგას. დარწმუნებული ვარ მესი 7-დესაც აიღებს. ინტუიცია არ მღალატობს.
ნონა
05 დეკემბერი 2019 11:13
0
აუ რა ჯიგრული კომენტარია. ყოჩაღ.
გიო
05 დეკემბერი 2019 11:01
0
პირიქით ჩვენ ვართ ვალში მესის წინაშე, რომ ასე გვასაჩუქრებს თავისი განუმეორებელი თამაშებით და გვანებრივებს სპექტაკლებით. ამ ბოღმა არგენტინის დედაც... მადლობაც სთქვით, რომ ლეო არგენტინელია თქვე ბოღმებო. მესის თავისუფლად შეეძლო აეღო ესპანეთის მოქალაქეობა, მაგრამ არ გააკეთა და აი აქ შეცდა მაგრად. ლეო გისურვებთ მეშვიდედაც გაგვახარო, ვგულისხმობ ოქროს ბურთს. ვისაც გეწყინათ ლეოს გამარჯვება შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, ხოლო ვისაც გაგეხარდათ ვიტყვი, ეს ერთი და სხვა მრავალი, ლეო მესი.
barsa mesi
04 დეკემბერი 2019 22:17
1

სიახლეები პოპულარული