ხორხე სამპაოლიმ "სანტოსი" დატოვა

AutoSharing Option
ბრაზილიურმა "სანტოსმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა გუნდის მთავარი მწვრთნელის, 59 წლის არგენტინელი ხორხე სამპაოლის წასვლის შესახებ.

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა "სანტოსი" გასული წლის დეკემბერში ჩაიაბარა და გუნდს ბრაზილიის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოუტანა.

"სანტოსს" სამპაოლისთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე აკავშირებდა, თუმცა Globoesporte-ის ინფორმაციით, მწვრთნელმა "სანტოსი" თავად დატოვა.

არგენტინელს კლუბის მფლობელ კარლოს პერესთან გაუფუჭდა ურთიერთობა. ამის გარდა, მწვრთნელი გუნდის დაკომპლექტებით იყო უკმაყოფილო და იმითაც, რომ მომავალი წლისთვის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებასაც არ აპირებდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული