აი, ასე უბერავს - ფიფას ყოფილმა მსაჯმა შვილს სანტიაგო ბერნაბეუ დაარქვა!

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, ფიფას ყოფილმა მსაჯმა პაბლო ლუნატიმ შვილს მადრიდის "რეალის" სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელი დაარქვა.

ყოფილი არგენტინელი რეფერი "რივერ პლეიტის" ფანია, სანტიაგო ბერნაბეუ კი შვილს იმიტომ დაარქვა, რომ სწორედ იქ დაამარცხა მისმა საყვარელმა გუნდმა 2018 წელს ლიბერტადორესის თასის ფინალში პრინციპული მეტოქე "ბოკა ხუნიორსი".

ლუნატი არგენტინის ჩემპიონატის მატჩებს 2004-2016 წლებში, ხოლო საერთაშორისო შეხვედრებს 2007-2012 წლებში სჯიდა. ის გამოტყდა, რომ როდესაც "რივერ პლეიტის" მატჩებს სჯიდა, საყვარელ გუნდს ეხმარებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული