სხვადასხვა უცხოენოვანი გამოცემის მიხედვით, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ სერბ ფორვარდ დარკო კოვაჩევიჩს ათენში, მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც წყაროები იტყობინებიან, კოვაჩევიჩს მაშინ ესროლეს, როცა ის ათენის გარეუბანში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. მოგვიანებით სერბი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მუხლი აქვს დაზიანებული, თუმცა უცნობია, ტყვია მოხვდა თუ დაზიანება სხვა რამემ გამოიწვია.
ბერძნული გამოცემა Informer-ის ცნობით, თავდამსხმელებმა ის ავტომობილი დაწვეს, საიდანაც კოვაჩევიჩს ესროლეს. სერბი ფორვარდი "იუვეს" რიგებში 2 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, კარიერის დიდი ნაწილი კი "რეალ სოსიედადში" გაატარა.