მაკარიძის თანაგუნდელი: რონალდომ გადამარჩინა, რომ არა ის, მანქანის ქურდი ვიქნებოდი

AutoSharing Option
35 წლის ჟოზე სემედუ, რომელიც ამჟამად "ვიტორია სეტუბალში" გიორგი მაკარიძის თანაგუნდელია, საამაყო საფეხბურთო კარიერით არ გამოირჩევა, თუმცა სამეგობროზე იმავეს ვერ ვიტყვით.

მის მეგობრებს შორის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გახლავთ. პორტუგალიურ გამოცემა Record-თან საუბარში სემედუმ რამდენიმე ისტორია გაიხსენა.

"ჩინეთიდან ვბრუნდებოდით, როცა პილოტმა თქვა, რომ 1 საათში დავეშვებოდით. უკვე წარმოვიდგინე, როგორ ვწვებოდი სპაში, კრიშტიანოს სახლში, მან კი შუაღამით სირბილი შემომთავაზა. უარის თქმა არ შემეძლო, ის არანორმალურია", - თქვა სემედუმ.

როგორ დამეგობრდნენ კრიშტიანო და სემედუ? 12 წლის ასაკში, როცა რონალდო საცხოვრებლად ლისაბონში
გადავიდა, სემედუ უკვე "სპორტინგის" აკადემიის ფეხბურთელი იყო. ის ცოტა ხნით ადრე იპოვეს სეტუბალის არც ისე კარგ უბანში. სემედუ მომავალ ვარსკვლავს ახალ ცხოვრებასთან ადაპტირებაში ეხმარებოდა, მოგვიანებით კი კრიშტიანო დაეხმარა მას. აკადემიის ხელმძღვანელობა მზად იყო სემედუს გასარიცხად და მას ოთახის გათავისუფლება მოსთხოვეს, რონალდომ კი ის საკუთარ ოთახში წაიყვანა, სათადარიგო საწოლი შეიტანეს, საერთო კარადა ჰქონდათ. მოგვიანებით ჟოზე აკადემიაში აღადგინეს.

"მან ჩემი ცხოვრება იხსნა. მითხრა: "შენ არც ისე კარგ რაიონში ცხოვრობ, იქ დახმარების იმედი არ უნდა გქონდეს. მოდი, აქ დარჩი, ჩემს ოთახში ვიყოთ, მეორე საწოლს შევიტანთ". მე მისი ვალდებული ვარ ყოველმხრივ. რაც გამაჩნია, კრიშტიანოს დამსახურებაა.

ის უბანი, სადაც სეტუბალში ვცხოვრობდი, ახალგაზრდებისთვის არც ისე კარგი ადგილია. ჩემი ბავშვობის მეგობრებიდან ბევრი კრიმინალური დამნაშავე გახდა. ნაწილი დაიღუპა, ნაწილიც ციხეშია. დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მეც მანქანის ქურდი გავხდებოდი. რონალდომ კი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ოჯახი, შვილები, კარიერა, ყველაფერი მისი დამსახურებით მაქვს. მან მითხრა: "თუ შენ წახვალ, მეც წავალ", - თქვა ჟოზემ.

აკადემიის მაშინდელი კონტინგენტიდან მხოლოდ კრიშტიანო და სემედუ გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, თან ორივე სრულიად განსხვავებული სტატუსით.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველა კი არა ჭორიკანა კაცუნები ლაპარაკობთ.
კეკელკებს
11:23 21-01-2020
1
როლანდოს და დიბალას კოცნა როგორ მოგეწონათ?! ყველა მაგათზე ლაპარაკობს.
გამკვირვებია!
18:57 20-01-2020
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული