და მაინც, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი?

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ თავის 735-ე და 736-ე გოლები გაიტანა, რისი მეშვეობითაც ლეგენდარულ გერდ მიულერს გადაუსწრო.

ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირების მონაცემები ხშირად ბუნდოვანია. ყველაზე ხშირად ექსპერტები და ჟურნალისტები Rec.Sport.Soccer Statistics Foundatione-ს ენდობიან. ორგანიზაცია 1994 წელს შეიქმნა და ყველაზე გამტანი ფეხბურთელების სიას ადგენს, არედაქტირებს და აქვეყნებს. მონაცემებში არ ითვლება ახალგაზრდულ გუნდებსა და ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლები.

ასე გამოიყურება ხუთეული:

5. კრიშტიანო რონალდუ

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 736
პორტუგალიელს 10 გოლი აშორებს პუშკაშის გადასწრებამდე. გასულ კვირას მას 35 წელი შეუსრულდა, თუმცა კარიერის დასრულებას
ჯერჯერობით არ აპირებს. მას შემდეგ, რაც რონი "იუვენტუსში" გადავიდა, 70 შეხვედრაში 50 გოლის გატანა მოახერხა.

4. ფერენც პუშკაში

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 746
როდესაც მადრიდის "რეალში" პუშკაში გადავიდა, მისი და ალფრედო დი სტეფანოს დუეტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე იყო. ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირი 4-ჯერ გახდა. არანაკლებ წარმატებული იყო ნაკრებში. პუშკაშის უნგრეთის ნაკრებს 4 წლის განმავლობაში ვერავინ მოუგო. 84 მატჩში 83-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი.

3. პელე

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 767
თითქმის მთელი კარიერა პელემ ბრაზილიურ "სანტოსში" გაატარა, კარიერის ბოლოს "ნიუ-იორკ კოსმოსში" გადაბარგდა. მისი დებიუტი ბრაზილიურ კლუბში 15 წლის ასაკში შედგა და პირველივე შეხვედრაში პოკერი შეასრულა.

2. რომარიო

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 772
რომარიოს მრავალფეროვანი კარიერა ჰქონდა, მან სხვადასხვა დროს 4 კონტინენტის გუნდებში ითამაშა. მიუხედავად გამორჩეული უნარებისა, ბრაზილიელს ურთულესი ხასიათი ჰქონდა. ხშირად მას კონფლიქტები ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან მოსდიოდა, რის გამოც 4-ჯერ დატოვა ნაკრები. ოფიციალურად მის ანგარიშზე 772 გოლია, თუმცა თავად ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ 1000 გოლზე მეტი აქვს გატანილი, როგორც ახალგაზრდულ შემადგენლობებში, ასევე ამხანაგურებში.

1. იოზეფ ბიცანი

Sportall.Ge

გოლების რაოდენობა: 805
გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ბრწყინავდა ბიცანი, რომელიც "რაპიდისა" და "სლავიას" ღირსებას იცავდა. მას ორივე ფეხიდან დაყენებული კარგი დარტყმა ჰქონდა და 100 მეტრს 10.2 წამში ფარავდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გინესის რეკორდების წიგნში, საუკეთესო ბომბარდირად პელე ითვლება. ჯამში მან 1283 გოლს მოუყარა თავი, თუმცა აქ გათვალისწინებულია ამხანაგური და სხვა არაოფიციალური შეხვედრებიც.

ზოგიერთი წყარო კი ყველადროის საუკეთესო ბომბარდირად არტურ ფრიდენრაიხს მიიჩნევს. ის ფეხბურთს მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრაზილიურ გუნდებში თამაშობდა. მან ჯამში 1329 გოლო გაიტანა, თანაც ნაკრებში არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღეს ბურთის გატანა ორჯერ ძნელი მაინც არის, ვიდრე ეს 50-70 წლის უკან იყო. ნახეთ მაშინ რა ანგარიშით მთავრდებოდა მატჩები და დღეს რა ანგარიშით მთავრდება. ასე, რომ რონალდოს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
ჟორა
18:14 08-02-2020
6
რონალდო იქნება პირველზე და კარიერასაც დასრულებს მერე 70 გოლი ჭირდება კიდევ ამ საქმეს
გოგა
14:30 08-02-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული