ჯოზეფ ტრევორი, რომელიც "ნიუკასლ თაუნის" ღირსებას იცავდა, სამუდამო პატიმრობას ციხეში მოიხდის.
Daily Star-ის ცნობით, ტრაგედია გასული წლის აპრილში მოხდა. ტრევორის მსხვერპლი მეგან ნიუტონი იყო, რომელიც ცვლის შემდეგ ღამის კლუბში გაემართა. კლუბიდან გამოსვლის დროს ის ტრევორს შეხვდა, რომელსაც სკოლიდან იცნობდა და შესთავაზა, ღამე მასთან დარჩენილიყო. თვითონ ფეხბურთელსაც არ უნდოდა სახლში დაბრუნება და სიხარულით დათანხმდა.
ტრევორს ადრეც სდებდნენ ბრალს გაუპატიურებაში, თუმცა მაშინ საქმე სასამართლომდე ვერ მივიდა. ტრევორის სიტყვებით, მეგანთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგონა თავის მეგობრებს მოუყვა, რომ მასთან ღამე ტრევორი
დარჩა.
პოლიციამ ნიუტონის ცხედარი დანის 9 ჭრილობით იპოვა. დადგინდა, რომ მკვლელობის ღამეს ტრევორი მოიხმარდა ალკოჰოლს და ნარკოტიკს - კეტამინს და შესაძლებელია, კოკაინს.