რონალდო: კილიან მბაპე? მე ვფიქრობ, რომ ის...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ საკუთარი აზრი "პარი სენ-ჟერმენის" შემტევ კილიან მბაპეს შესახებ გამოთქვა.

"მბაპე - აწმყოცაა და მომავალიც. ის გასაოცარი ფეხბურთელია, ძალიან სწრაფი. კილიანი ფეხბურთის მომავალია", - განაცხადა კრიშტიანომ AS-თან საუბარში.

კილიან მბაპე, რომელიც ბავშვობაში რონალდოს ფანი იყო, პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მბაპემ 29 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 24 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.

altკილიან მბაპე: "რეალზე" რომ გიპასუხოთ, ეს პსჟ-სთვის ცუდი იქნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული