ვან ბასტენი: ვინც ამბობს, რომ რონალდო მესის სჯობია, ფეხბურთი არ ესმის

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა, ყოფილმა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა ფორვარდები ლეო მესი (ბარსელონა) და რონალდო (იუვენტუსი) შეადარა.

"რონალდო შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ვინც ამტკიცებს, რომ მესიზე უკეთესია, ფეხბურთი ან არ ესმის ან გულწრფელი არ არის.

მესი უნიკალური და განუმეორებელია. ასეთები 50 ან 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ის გენიოსად დაიბადა.

28 წლის ასაკში მე თამაშს ფაქტიურად თავი დავანებე. სამი "ოქროს ბურთი" მოივიგე. შეხედეთ რონალდოსა და მესის, ორივე 30 წელს გადაცილებულია", - განუცხადა ვან ბასტენმა "მარკას".

altმარკო ვან ბასტენის სიმბოლური: უკან "მილანი",

წინ "ბარსელონა", შუაში ზიდანი
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ვან ბასტენიც მთლად სულელი ყოფილა იმიტომ რომ ჭკვიანი ადამიანი არასოდეს იტყვის ვინ ვის ჯობია.უნდა ეთქვა რომ მესი უფრო მოსწონს.გადაჭრით რომ ამბობს მესი გენიოსად დაიბადაო იქნებ ვინმემ კითხოს არგენტინის ნაკრებში რა უშლის ხელს რომ იგენიოსოს .ორივეს თავისი მომხრეები ყავს ვინც რაც არ უნდა თქვას აზრს მაინც ვერ შეაცვლევინებს.
ჩემი აზრით
29 თებერვალი 2020 20:05
15
მესი ნომერ პირველია კი ბატონო! რონალდო კი ფეხბურთის ღმერთია და ამ ადამიანების ნუმერაციებში არ შედის!....)
ლევანი
29 თებერვალი 2020 14:42
41
როგორც ერკვევი ფეხბურთში , კარგად სჩანს მოწონებებიდან )))
კახა
29 თებერვალი 2020 18:26
2
რა ტიპები ხართ მესისტები ვან ბასტენს რომ ეთქვა რონალდო ჯობიაო მერე რას იტყოდით ბევრი ამბობს რომ ჯობია ამით რა? საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ ? მე რონალდოს უფრო მაღლა ვაყენებ ვიდრე მესის ეს ჩემი აზრია კომუნისტებსავეთ ნუ ხართ მართლა დაბოღმილები აცალეთ კარიერის დამთავრება და ისტორია გვეტყვის ვინ ჯობია ჩემი აზრით რონალდო კიდევ ბევრს მიაღწევს წარმატებები ორივე გენიოს ფეხბურთელს
Ronaldo
29 თებერვალი 2020 13:43
25
როლანდისტებო! ეს თქვენ ხართ, რომ ყველანაირად აკნინებთ მესის როგორც ფეხბურთელს, თანაც მის ოჯახსაც და ცოლსაც კი ეხებით და აქედან მოდის მერე ჩვენი პასუხიც თქვენს მიმართ .ჩვენ სულაც არ გვიკვირს როცა მესის აქებენ იმიტომ , რომ ნამდვილად ასეა. სიმართლეს ვერ გაექცევით. რაც შეეხება როლანდოს ბევრს მოსწონს, ბევრს არა, ჩვენ მაგალითად მესის ვაყენებთ წინ, ესეც ჩვენი აზრია. საერთოდ კარგი იქნება თუ ორივე მხრიდან შეწყდება ლანძღვა გინება ამ ორი დიდი ფეხბურთელების მისამართით. ჩამოვაგდოთ ზავი? რას იტყვით. თქვენ თუ არ დაარღვევთ პირობას კარგი იქნება.
ასეა ეს
29 თებერვალი 2020 14:46
5
ვან ბასტენ! მართალ ხარ! მაგრამ აბა ეხლა დაბოღმილ ბოღმებსაც კითხე? თურმე მესიმ ფეხბურთი არ იცის და საშუალო დონის არის.... ვაი ამათ პატრონებს, მართლაც და ფეხბურთისა არაფერი გაეგებათ ბრიყვებს.
ასეა ეს
29 თებერვალი 2020 11:07
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული