ველური დასავლეთი MLS-ში: მეკარემ მოედნის ცენტრში სეივი გააკეთა და მხოლოდ ყვითელი მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, აშშ-ში სტარტი აიღო MLS-მა. "ატლანტა იუნაიტედი" სტუმრად ეწვია "ნეშვილს" და 2:1 მოუგო.

მეორე ტაიმის დამატებით დროში უცნაური ეპიზოდი მოხდა. მასპინძლების მეკარეს ამერიკელი ნოიერობა მოუნდა და მოედნის ცენტრში ამოვიდა. მან, ასევე, მოწინააღმდეგეს კონტრშეტევა ჩაუშალა, თუმცა, დამეთანხმებით, ეს ნოიერზე უარესად მოუვიდა.

მეკარემ პირველ ჯერზე ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო მეორედ მოწინააღმდეგის დარტყმული, არც მეტი, არც ნაკლები, მოედნის ცენტრში ხელით მოიგერია. არანაკლებ უცნაური იყო მსაჯის გადაწყვეტილება, რომელმაც კიპერი შეიწყნარა და ყვითელი ბარათი მისცა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი სახეში ხვდებოდა ბურთი და ხელი აიფარა სახეზე და მაგიტო მისცა მარტო ყვითელი.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული