ჩინელი სპორტული ექიმი: კორონავირუსი უფრო "გაბუქებულია" - ბიზნესიცაა

AutoSharing Option
ჩინელმა ექიმმა ლიუ ხუნშენმა, რომელიც ადრე "სპარტაკში" მუშაობდა, კორონავირუსზე იაუბრა.

"სპორტული ტურნირების შეჩერება საჭირო არ არის. მეტროში უფრო მეტი ხალხია, ვიდრე სტადიონზე. ხალხი ვაგონებში ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, სტადიონზე კი - შედარებით შორს. ვირუსი პირველ რიგში ხანდაზმული ადამიანებისთვისაა საშიში.

კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ ძალიან საშიში არ არის, უფრო "გაბუქებულია". ინტერნეტსა და ტელევიზორში ზედმეტი ინფორმაციაა! რა თქმა უნდა, აქ ბიზნესიცაა.

ზოგიერთი ფეხბურთელი რომ ვირუსით დაინფიცირდა, ეს ძალიან საშიში არაა. ნორმალურია, გამოჯანმრთელდებიან. ყოველ წელს  გრიპისა და გაციებისგან უმრავი ადამიანი იღუპება, თუმცა დამნაშავე ხომ
არავინაა? ჩინეთში, ჩემს მშობლიურ ქალაქში 60 ადამიანი დაავადდა, მაგრამ არც ერთი არ გარდაიცვალა, ყველა უცბად მოარჩინეს. საშიში არაფერია", - ციტირებს ხუნშენს Sport24.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსული გამოცემიდან თუ არის გასაგებია, რუსეთის სახელმწიფო მაგ პოლიტიკას აწვება, ვინც დასავარდნია დავარდება... მოკლედ პროპაგანდის მსხვერპლია..უნდა სთქვას...არ გამოდგება დასკვნის გამოსატანად.
2
იტალიაში იმიტომ დაიღუპნენ, რომ საავადმყოფოებში ადგილები აღარ ეყოთ და ავადმყოფები უამრავი ყავდათ.....
ნანა
11:19 17-03-2020
0

სიახლეები პოპულარული