ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 84% გამოჯანმრთელდა და ჩემპიონატიც დაიწყება

AutoSharing Option
ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი შემცირების შემდეგ, ჩემპიონატი 18 აპრილს აიღებს სტარტს, - იტყობინება "დეილი მეილი".

ჩინეთში სეზონი 22 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიდო, ახლა კი, როდესაც დაინფიცირებულთა 84% განიკურნა, პირველობის დაწყებაც შეიძლება.

ჩინური გუნდების უმეტესობამ შეკრება საზღვარგარეთ გაიარა და სამშობლოში ბრუნდებიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩინეთში ჩატარდეს ევრო 2020.DDDD
0
სპორტსემენებს გირჩევთ კარგად შეისწავლოთ მეგრული პრეცენდენტი, მაგნებს არ ეკარება კორონა, ნამდვილებს ვამბობ ,თორემ იმათ კი არა, კანტიკუნტად ზემელზე (ჯგროდ მოარულ სვანებზე არაფერს ვამბობ), რომ დაიარებიან ჩემსავით და ტო-ს ხმარობენ ლ-ს მაგივრად , ვფიქრობ აჯიკა , წიწაკა და ზედ ჭაჭა, რომლითაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, გაზეპილებია ჭეშმარიტი მეგრელები, ბლოკავენ შტამს, ხომ იცით ანოფელესმა ვერაფერი დააკლო მაგნებს, ციებცხელება რეზისტენტულებია და კორონა რას უზამს !? ასევე ნაკლებად შესწავლილია სვანური მარილის ზემოქმედება, (სვანებზე ჭაჭის მოქმედება კია შესწავლილი და მავნეა!) ეჭვს, რომ ეს ასეა, მექსიკის მაგალითიც აძლიერებს-ეგენიც ტეკილასა და ცხარეს ეტანებიან და მგონი ჩინელებსაც ცხარმწარემ დააძლევინა კორონა, აბა არ არსებობს წამალიო, ხომ იძახიან მაგალითად შემთხვევაში,მაშ როგორ მორჩნენ, თუ არა წიწაკით და 65 გრადუსიანი ცეცხლოვანი წყლით ?!
ალექს
06:16 17-03-2020
4

სიახლეები პოპულარული