"დინამოს" ფორვარდი: ამ სიტუაციის შექმნის მიზანი ხალხში შიშის დათესვაა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ესპანელმა თავდამსხმელმა ფრანკო სოლმა კორონავირუსის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

"ამ ვირუსის არასდროს შემშინებია. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ეს სიტუაცია ვიღაცების ინტერესებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, არიან ასეთი ადამიანები, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ. რეალურად კი არაფრის უნდა გვეშინოდეს.

ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული ზომები მეორე საკითხია. თუ კორონავირუსი დღეში 50 ადამიანს კლავს, სხვა დაავადებებით კი იმავე პერიოდში 2 თუ 6 ათასი ადამიანი იხოცება, უცნაურია, რატომ იღებენ ისეთ ზომებს კორონავირუსთან დაკავშირებით, რაც ადრე არ გაუკეთებიათ.

თუ კარგად დავფიქრდებით, ყველაფერი ისე ჩანს, რომ
ხალხში შიშის დათესვა სურთ. არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც მომაკვდინებელი ვირუსია, რომლისაც ასეთ დონეზე უნდა გვეშინოდეს. ეს ყველაფერი კი, მე ცოტათი მაწუხებს. მთელი სიტუაცია ძალიან საეჭვოდ გამოიყურება", - განაცხადა ფორვარდმა.

მომზადებულია football.ua-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 5 /
იტალიაში დღეში 400 კაცი კვდება ამ ვირუსით,საავადმყოფოები გადავსებულია ინფიცირებულებით და ხალხი სახლებში იხოცება როცა აღარააქვთ რესურსი,სხვა რომელი დაავადებით კვდებოდა ამ ქვეყანაში 400 კაცი,ეს ქვეყანა ფაქტობრივად განადგურდა,სხვა ქვეყნებსაც იგივე ემუქრება,ეს ერთუჯრედიანი ფეხბურთელი და კიდე სხვები იძახით საშიში არარიო
ზაალი
16:02 17-03-2020
20
მართალს ამბობს...
buba
14:24 17-03-2020
20

სიახლეები პოპულარული