ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

ვილი სანიოლმა უკრაინასთან და ჩეხეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ვილი სანიოლმა უკრაინასთან და ჩეხეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

<p>საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე თვეში ერთა ლიგის ორ შეხვედრას გამართავს.</p><p>წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.</p><p>საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.</p><p>დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას ნაკრები 11 ნოემბერს, საგურამოში დაიწყებს. მოგვიანებით გუნდი ბათუმში გადაინაცვლებს.</p><p>საქართველოს ნაკრების შემადგენლობა</p><p>მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)</p><p>დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)</p><p>ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)<br></p>

  • სანიოლი

    ეგ მადარდე ეხლა კითხულობს თუ არა მაგრა არ მაინტერესებს))) დრი გვიჩვენებს ყველაფერს ვინ იყო მართალი და მტყვანი შეინახე ეს კომენტარი

  • გივი

    100 პროცენტიანი ხარ სგ

  • -

    მუდმივად ხაზს უსვამს აგრესიულ თამაშს , კლასი თითო ოროლა ფეხბურთელს აქვს და იძახებს იმას, ვისაც მოტივაციას ატყობს ამ მომენტისთვის.

  • -

    შეეშვი რეჟისორობას, არაა შენი საქმე.

  • Givi

    არავის ვერჩი პირიქით ყველა მიყვარს და მადლობა რაც გააკეთეს და გაგვახარეს, მაგრამ კაშიას ბოლო თამაში ნახეთ ლიგაზე? უამრავი შეცდომა დაუშვა... ასაკი თავისას შვება, დვალი ვინ უნდა შეცვალოს უთამაშებელმა ლოჩოშვილმა? სხვა არავინ არის მარცხენა ცენტრალური მცველი გამოძახებული... სანიოლს რაც შეეხება ადრეც ვამბობდი და იგივე აზრზევარ, რომ არ არის მაღალი დონის მწვრთნელი, უბრალოდ მაგარი თაობა წამოვიდა და გაუმართლა ძალიან...

  • მდააა

    მეორედ უკვე ზედიზედ გოგლიჩიძეს ახალგაზრდებს წაართვა და აქ 1 წუთსაც არ მისცემს …მაგრამ მთავარი ისაა რომ ამ ორ თამაშში გამოეძახა და მოესინჯა ახალი ფეხბურთელები ( თუნდაც გულიაშვილი და გორელი გაგნიძე) ეძახის ისევ პენსიობრებს ….ანუ ამ ორი თამაშით დაამთავრებს ციკლს და იმედია წააავააა( ძააან დიდი მადლობა რომ მაგარი იღბალაა) და თან წაიყვანს ნაკრებიდან ( მათ მართლაც უღრმესი მადლობააა …როგორც მოსვლით ასევე წასვლითაც გაგვახარეთ რაა…აბა ეგ როგორ კაშია თამაშობს ძირითადში თან 90 წუთს და გოგლიჩიძე სკამზე ზის …კაშიავ პრაიმში ეჰეეე 20 წლის უკან სერია ა თვალით გქონდა ნანახი ..?! ტელევიზია არ ითვლება …!!!) ვილი წადი რა უკვე შენით მადლობაა მაგრამ ამოვიდა კისერში ეგ შენი ამოჩემები და ღირსეულების ჩაგვრა …!!!

  • las

    კვარაცხელია უნდა დააყენოს ფლანგზე. იქ სადაც მაგის ადგილია და არ არბენინოს ყველგან. უნდა შეაშველოს სწრაფი მარცხენა მცველი და არა ცენტრალური ნელი მცველი. ჩაკვეტაძე გამთამაშებლად. დაცვაში ახალი სისხლი, ახალგაზრდები. უნდა გამოიყენოს გოჩოლეიშვილი. და უნდა ისწავლოს სანიოლმა მეორე ტაიმში შეცვლებით თამაშში გარდატეხის შეტანა აღარაა ის დრო თვითონ რო თამაშობდა. თამაშში 2 ცვლილება რო ხდებოდა მარტო.და ისიც დროის გასაყვანად. ბოლო წუთზე. სხვა ფეხბურთია ეხლა. 5 ცვლილება ხდება. წარმოიდგინე. მოწინააღმდეგეს მეორე ტაიმში შემოყავს 5 დასვენებული მოთამაშე და შენ ახვედრებ იგივე შემადგენლობას. რათქმაუნდა უკვე ამ კომპონენტში აგებ

  • DVB

    ამ ეტაპზე მართლაც რომ საუკეთესო შემადგენლობა ყავს გამოძახებული. უბრალოდ ნაკრების მწვრთნელს ძალიან ცოტა დრო ეძლევა შემადგენლობის შესათამაშებლად. კი, სხვა ნაკრების მწვრთნელებიც სანიოლის დღეში არიან, თუმცა იმავე ჩეხეთის ნაკრებს არ აქვს ეს პრობლემა, (ასე მკაფიოდ!) რადგან იმათ ნაკრების ბირთვს ძირითადად 2 კლუბის წევრები შეადგენს. ასევე არის უკრაინაც (ჩვენზე გაცილებით უკეთეს სიტუაციაში!) ჩვენ 2 ფეხბურთელი არ გვყავს ერთი კლუბიდან! ეს რა თქმა უნდა არ არის უმთავრესი პრობლემა, ეს ერთი დეტალია, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. აქ ზოგიერთი რომ წერთ, "მხცოვანთა წასვლის აუცილებლობაზე" და ახალი სისხლის მოსვლის შესახებ- რა თქმა უნდა ეს აქსიომაა, თუმცა "ახალი სისხლი" ყოველთვის როდი ნიშნავს ხარისხის უკეთესობას, (ან პირიქით - ვეტერანთა ყოფნა!) მაგრამ ამ ეტაპზე არა მგონია ამ შემადგენლობას ვინმე გამოაკლო და სხვა ჩასვა მის ადგილას! (ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად!). რაც შეეხება დარჩენილ ორ თამაშს: მიმაჩნია, (და ალბათ უმრავლესობა დამეთანხმებით.) რომ ძალიან თანაბარი დონის ჯგუფია. და მართლაც ისე დალაგდა 4 ტურის შემდეგ- არც გამოკვეთილი ფავორიტი ყავს ჯგუფს, არც- აუტსაიდერი. ვფიქრობ ჯგუფის მოგება შეგვიძლია. თუმცა არც მეორე ადგილი იქნება ცუდი შედეგი. პირველ ადგილზე გასული გუნდი, სავსებით შესაძლებელია ჩვეულებრივი შესარჩევითაც გავიდეს მსოფლიოზე და ჩვენ ჩავანაცვლოთ ერთა ლიგაზე... ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და სანამ ეს ერთა ლიგა დაიწყებოდა, თუ "B" დივიზიონში ადგილს შევინარჩუნებდით, ეს მიმაჩნდა საკმაოდ წარმატებულ ასპარეზობად. მადლობა ბიჭებს, პირველ ორ ტურში იმდენად გაგვახარეს, "მადა ჭამაში გაგვიხარდა"... წარმატებები ბიჭებს და სრულიად საქართველოს!!! წინ, გამარჯვებისკენ!!!

  • რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!

    ახლა გამოჩნდფება რა დონეზ ხართ სინამდვილეში და 2 თამაშში 4 ქულა კარგ შედეგად ჩაგეთვლებათ

  • Levani

    ლიონი რა მაზალო გუნდია,თავდამსხმელს ერთი მომენტი ვერ შეუქმნეს. ჟორჟი რამდენჯერ გაიხსნა ზონაში სწორად იმდენი პასი ვერ მისცეს,ყველა მცველმა ჩაჭრა

  • ჯონი

    ამ დროისთვის მართლა კარგი სასტავია , მაგრამ ვეთანხმები რომ დრო ახალი სისხლი შეემატოს !! აგერ ადგა ჯაბა კანკავა და წავიდა ნაკრებიდან დაუთმო ადგილი ახალგაზრდებს !! ასეთი კაპიტანი უნდა იყო, დრო რომ ახლები მოვიდნენ..

  • სიმენონი

    4-3-3!!!

  • ბს სოსო-ს

    ,,ჯიგარი ხარ ბიძია ისიდორე", ანუ მადლობა ბატონო სოსო!

  • Levani

    ბარემ ჩივაძეს დაუძახეთო? ჩივაძეს რას ერჩით,ვესტ ჰემს მაგარი ტენა,იუთუბზე დევს.

  • zebra

    სანიოლის პრობლემაა შემადგენლობებში სიახლეების შეტანა კუთხურების ჯარიმების რაღაც უცნაურად გათამაშება და ასე შემდეგ ყველაფერზე უნდა ივარჯიშონ თუ უნდათ შ დეგი თუ არაა და მაქსიმუმ 1 ქულა. ორ თამაშში...

  • ხუთი

    შენი ქვეყნის არ იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ რომ ვითარდებით 13 წელია

  • გოგა

    ამდენი მწვრთნელი და ექსპერტი გვყავს საქართველოში და ამ ფედერაციამ საფრანგეთიდან მოიყვანა მწვრთნელი, აქ ვინც აკომენტარებს ყველას შეუძლია შედეგის დადება:)) კაი ხუმრობა ხუმრობა და ამ კაც დანებეთ თავი, რაც შეძლო ჩვენ ნაკრებს მაქსიმუმი დადო, კი წავაგეთ ბოლო ორი თამაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ ესპანეთი ან საფრანგეთი, სად ვიყავით და სად ვართ და იმედია ამ ჯგუფიდანაც გავალთ, თუ ვერ გავედით არც ეგა ტრაგედია, კარგი თაობა გვყავს და კიდევ ჩანს ახალი სახები, ვითარდება ნელ ნელა ჩვენი ნაკრები და ვუგულშემატკივროთ ჯობია

  • mera

    ვილი თავს იზღვევს,ყველა გამოიძახა თითქმის აზაროვის გარდა,მერე რომ არ უთხრან რომელიმეზე,რატომ არ გამოიძახეო.ვის ათამაშებს და ვის არა, ესა მთავარი და ტატიკაშიც გაარტყამს თუ ვერა.ღმერთმა გაგვიმართლოს!!!

  • მირო

    კრიტიკოსო პროფესორებო,სანიოლი რომ აკრიტიკოთ საჭიროცაა,მაგრამ ფეხბურთელებს რომ აკრიტიკებთ იმათ მინდა გითხრათ,თვენ გულშემატკივრები არ ხართ,თქვენ ჩასაფრებული ბალამუტები ხართ.თუ რომელიმეს ფეხი დაუცდა,თავს უნდა დაესხათ გამხნევების და ამოდგომის ნაცვლად.ცდილობთ რამენაირად დააკნინოთ მათი დამსხურებები,რომ მერე ოცნებას დააბრალოთ ყველაფერი.მავნებლები და უჯიშოები ხართ ასეთები.ისტორიული შედეგი დადეს ბიჭებმა,გაახარეს მთელი ქვეყანა ბავშვიან-ქალიანად,გამოაღვიძეს სპორტი და ეხლაც ცდილობენ როგორც გამოუვათ.ეს სპორტია და ყოველთვის გამარჯვება პელეს და მარადონას გუნდებსაც არ შეეძლოთ.სინდისიც კაი საქმეა....პატივისცემა ჩვენს ბიჭებს და სანიოლზე უკეთესი მწვრთნელი ნაღდად არ გვაწყენდა.

  • მიტუა

    ფედერაციავ სიფრთხილე გმართებთ

  • სოსო

    მექვაბიშვილიც და კვეკვესკირიც,საყრდენი ნახევარმცველები არიან.კვეკვე უკვე ძალიან გამოცდილიცაა და მიუხედავად იმისა,რომ სასურველი დონისა ვერაა,მაინც ენდო.ანრისაც მოუწია ნაკრებში თამაში და იმაზე უკეთესად ითამაშა,ვიდრე მისგან მაშინ ველოდით.ალთუნაშვილიც კარგი ბიჭია,მაგრამ, როცა ითამაშა,ვერ ვიტყვით,რომ კარგად გამოუვიდა.ზოგი ერთბაშად მოერგება გუნდს,ზოგს კი,საამისოდ დრო სჭირდება.თანაც ალთუნაშვილი,თავის გუნდში,უფრო წინ თამაშობს და შესაძლოა ამიტომაც არ გამოუვიდა კარგად საყრდენის პოზიციის გადაფარვა.საერთოდ კი,ფეხბურთელებს ასაკის მიხედვით ასაკობრივ ნაკრებებში იწვევენ.პირველ ნაკრებში კი,იმ მომენტში საუკეთესოები უნდა იყვნენ.მათი პასპორტი არავის აინტერესებს.დღეს კაშია ნაკრების დაცვის ლიდერი და ორგანიზატორია,კაპიტნობაზე აღარაფერს ვიტყვი.ამას წინათ ნაკრების ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელთან ინტერვიუში წავიკითხე,ჯაბა კანკავა და გურამ კაშია,პირადი მაგალითით გვიჩვენებენო,როგორი უნდა იყოს ფეხბურთისადმი პროფესიონალური მიდგომა.რამდენჯერაც მათ ოთახში შევედი,იმდენჯერ ვარჯიშში მივუსწარი და ამიტომ თამაშობენო,ამ ასაკში ასე კარგად..დრო მოვა,როცა ახალგაზრდები ასაკოვნებზე უკეთესად დაიწყებენ თამაშს და სწორედ მაშინ გახდებიან ძირითადის წევრები.სხვანაირად არ შეიძლება.კლუბში შესაძლოა დააწინაურო ახალგაზრდა და ნელ ნელა შეაჩვიო,ძირითად,მაგრამ ნაკრებში ამისი დრო არ არის,იქ უკვე მზა ფეხბურთელი უნდა დადგეს პოზიციაზე და ახალგაზრდობით შეღავათის მიცემა,ნაკრებში არ შეიძლება.იქ ყველა ქვეყნის ღირსებას იცავს.სანიოლიც მსოფლიოს წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელის პირველ ოცეულში დაასახელეს და ამით დაადასტურეს მისი კვალიფიკაციისადმი პატივისცემა.ყველას აქვს უფლება,საკუთარი აზრი და შეფასება ჰქონდეს,მაგრამ ეს უფლება,სანიოლსაც აქვს და რაკი ნაკრების მწვრთნელი ის არის,ამიტომ სწორედ ის განსაზღვრავს სანაკრებო შემადგენლობას.თუ ჩვენი ნაკრების შემადგენლობებს შევადაერბთ,სხვა ნაკრებების შემადგენლობებს,მათი კლუბების და ლიგების მიხედვით,დავრწმუნდებით,რომ ჩვენ არ გვაქვს უპირატესობა,ჩვენ მეტოქე გუნდებთან.ესცეც ადასტურებს,რომ ამ შედეგებს,ჩვენმა ნაკრებმა,ბიჭების დიდი შრომის და თავგანწირვის ფასად მიაღწიეს,ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით.მათ დაიმსახურეს პატივისცემა და ნდობა.გუნდში ჩინებული შიდა ატმოსფეროა და ნუ შევუწყობთ ხელს,შიდა არეულობის დაწყებას.დალაგება ძნელია,არევა კი ერთი წამის საქმეა და თუ აირია,შესაძლოა ყველაფერი ზვავივით დამანგრეველი გახდეს.ამას ნუ დავივიწყებთ. უმძიმესი მატჩები გველის სანიოლთან კონტრაქტის გაგრძელების საკითხი,ამ მატჩების შემდეგ დაისმევა.ახლა ამ ლაპარაკს,მხოლოს ზიანის მიყენება შეუძლია ნაკრებისათვის.ამიტომ ყველას ვურჩევ და ვთხოვ,ამ დღეებში თავი შევიკავოთ,ზედმეტი უარყოფითი ემოციების ამოფრქვევისაგან.მეც ვფიქრობ,რომ შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო გოგლიჩიძის ახალგაზრდული ნაკრებისათვის წახმარება,მაგრამ სვანაძე და სანიოლი,კოორდინირებულად მოქმედებენ.ისინი ერთობლივად წყვეტენ,როგორ სჯობია და რაკი ასე გადაწყვიტეს,ესე იგი საერთო საქმისათვის,მართლაც ასე სჯობია.მიზეზი არ მაქვს,მათ გადაწყვეტილებას არ ვენდო.ჩვენი საქმე,ნაკრების თავგადადებული გულშემატკივრობაა და აჯობებს იქ ვიყოთ მაქსიმალურად ხმაურიანები.ისე ბათუმის სტადიონის გაზონი, მაინც და მაინც კარგად ვერ გამოიყურება და ასე მალე რატომ დაკარგა ხარისხი,ეგ არის საკითხავი.უკვე თვენახევარია,ბათუმი იქ აღარ თამაშობს და სანაკრებო თამაშებისათვის, ალბათ გაზონი წესრიგში დაგვხვდება.

  • gogliko

    სანიოლს გადაეცით: გულიაშვილმა 10 თამაშში 10 გოლი + ასისტი აქვს და ერპიროვნული ბომბარდირია ბოსნიის ჩემპიონატისთქოოოოო!!!

  • ალექს

    კვეკვეს და მექვაბას დაბრუნება კარგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო- ჩვენი ნახევარდაცვის ძირითად სამეულს უკეთესი შემცვლელი არ ყავს, უფროსწორად უკეთესი კი არა საერთოდ არ ყავს, ესაა ჩვენი სამწუხარო რეალობა და რა ვქნათ?! კიტემ და ჩაკვემ მაქსიმუმი უნდა გააკეთონ,რომ ყვითელი არ აიკიდონ და ბოლო შეხვედრაში იყვნენ მოედანზე. სხვა რა უნდა ითქვას, მილიონჯერ დავწერე და დავწერ კიდევ,რომ არ გვაქვს ფუფუნება მარჯვენა გარემარბის გარეშე ვთამაშობდეთ და დავითაშვილი(ან ლობჯანიძე) სკამზე ისხდნენ ამ აკვიატებული ტაქტიკის გამო. რადგან ერთხელ გაგვაპო ესპანეთმა არ შეიძლება ამის მიზეზად გავიხადოთ- 5 მცველით ვერ გაგვაპო ევროზე? თურქებმა არ გვიპამპულავეს დაცვა ან ჩეხებმა? დროა, დროა გადავიდეთ და შევეჩვიოთ 4 მცველით თამაშს, კონტრშეტევები გაცილებით სახიფათო და მრავალფეროვანი გახდება, კვარა კი უფრო პროდუქტიული, ხოლო ამპლუების უაზრო ცვლა დასრულდება.

  • დავით

    ეს კაშია ოცნებასავითაა, წასვლა არ უნდა!

  • L.J .

    Kankava ra magari adamiania,exlac bevrs ajobebda magram adga da wavida....(mizezebze ar vsaubrob)

  • გიზოგ

    ალექსანდრე ჩივაძის ასეთ კონტექსტში მოხსენიება დიდი თავხედობა და უზრდელობაა. ჩემი თაობის ხალხი ამბობდა „ტოლი ნახე, კოჭი გააგორე“-ო

  • qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

    უკრაინასთან ნულოვანი ფრე იქნება და ჩეხეთან წავაგებთ 2-0 და მორჩება კინო.

  • thanks ლაშას

    შენ რას ამბობ იციი რადგან მერვედ ფინალში გაგვიყვანეს სამუდამოდ უნდა გვყავდნენ ნაკრებში ესეთი აზრი დავიჭირე და სამუდამოდ ჩემო ძმაო მესი არიქნება არგენტინაში და კიმარა რა დამსახურება აქვს ამ კაშიას ესეთი....ჩვეულებრივი დირკაააა

  • მწარე

    ძალიან მიხარია, რომ სანიოლი ამ კომენტარებს არ კითხულობს. რაიო ბუჯოოო? ახალგაზრდებიო? სად გყავს ახალგაზრდები ჩვენ საცოდავებს. არ ვნახეთ 21-ანები რასაც თამაშობენ? არ მითხრათ მაგარი დაცვა გვყავდაო. ნახევარდაცვაც ხომ გვყავდა ალბანეთთან. ჰოდა მორჩით. მე ის მიკვირს 11 კაცს როგორ აგროვებს სანიოლი.

  • thanks

    ესპანეთმა მოიგო ორჯერ ევროპა ზედიზედ და მსოფლიო და მთელი გუნდი ლამის წავიდა ნაკრებიდან ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩემო კარგო კი გავედით მაგათით მერვედ ფინალში მაგრამ დრო არის რომ დავემშვიდობოთ ამ ბიჭებს ვინც გადაბერდნენ და არაფრის მაქნისები არიან მე მაგალითად კაშიას ვაფშე აღარ გამოვიძახებდიი არარის საჭირო გოგლიჩიძე კაშიას მირჩევნია მილიონი თავით

  • ირაკლი გურია da ???

    ასეთი გამოთქმა არსებობს ,,მოყვარეს პირში უზრახე მტერს პირს უკანაო " ის რასაც თქვენ აკეთებთ ქვია, ნაკლზე ტაშის დაკვრას. მე რომ გული შემტკივა ნაკრებზე მაგიტომაც ვაკრიტიკებ ბოლო 2 მა თამაშმა რომ აჩვენა ნაკრებში ვერაა ყველაფერი კარგად ამას ყველა ამჩნევს ბრმის გარდა. გამოსავალი არის ახალი სახეები აუცილებლად გოგლიჩიძე. აუცლიებლად გოჩოლეიშვილი რავიცი სერია ა-ში თამაშბს და მეორე კოპენგაგენში, ძალიან კარგ გუნდში და რით ვერ დაიმსახურეს ნაკრებში თამაში? მიტუმეტეს ნაკრებს არ აქვს კარგი მდგომარეობას. არის ახალი სახეები და უნდა დაუთმონ მატ ასპარეზი.

  • რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!

    თუ ტემპს გაუძლებთ უკრაინასთან მოგება შეგიძლიათ, ან მანამდე ცოტა მოუმატეთ და მაშინ მართლა გაუძლებთ და გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გაახარებთ!

  • ეხ ეხ ეხ ეეეეხ

    ძალიან მრავალრიცხოვანი და კვალიფიციური პროფესურა გვყავს ფეხბურთში! თან კრიმანჭუკივით მრავალფეროვანი თეორიებით. უხდება საქართველოს ასეთი მრავალფეროვნება -

  • საოცრება

    კაშია,კვირკველია,კვეკვესკირი წავიდა თქვენი დრო აღარცერთი აღარ ხართ გამოსაძახებელი მადლობათ მაგრამ კარგად იყავით უკვე დროაა.. ტიპები ვერ მიხვდნენ რო წავიდნენნ წადით წადით წადით ან ამ გოგლიჩიძეს გამოიძახებს ახეხინებს სკამს შე დალოცვილო გვჭირდება ახალგაზრდულს გაუშვი რა მაგრამ ეს სანიოლი სავარაუდოდ ხორვატებს ბალეშიკობს აგერ თქვენ და აგერ მე კიდე აახევს ახალგაზრდულს ფეხბურთელს

  • ვოოტ

    მე მაინც ჩემ აზრზე დავრჩები, რომ 23 კაციან განაცხადშიც შეიძლება, მინიმუმ ერთი ფეხბურთელი მაინც მოხვდეს გულშემატკივრის მოთხოვნით და დარწმუნებული ვარ, ეს ერთი კაცი ისე ვერ აურ-დაურევს ჩვენი ნაკრების გულდასმით "დავარცხნილ" თამაშს, რომ სანიოლსა და ბიჭებს თავ-გზა აებნეთ და ფეხბურთის ნაცვლად სპორტის სხვა სახეობაში გადაეშვნენ იმ არეული თავ-ფეხით, მითუმეტეს, ამ განაცხადში ვხედავთ ისეთებს, ვინც წინასწარ ვიცით, რომ არ ითამაშებს...

  • ლაშა

    ორი თვეა არ უთამაშია ლოჩოშვილს და უნდა დაეძახა ?? რაშვაშია ამ გუნდით გავედით მაშინ დაუძახონ ჩივაძეს ეგრე რო აზროვნებთ მაგრათაა საქმე არავის არ ვერჩი პიროვნულად მაგრა გადაბერევულია ძალია შემადგენლობა და ახალგაზრდებს არ აძლევას შანს ერთი კითხვა მაქ ? კაშია არის 37 წლის ორ წელში იქნება 39 და კაშია უნდა წაიყვანოს მსოფლიოზე? თუ უნდა შეაჩვიოს ახალგაზრდევი?

  • კაი რა ვილი

    რაღა დროს კვეკვესკირი და კვირკველიაა. უთხრათ მადლობა მაგ ხალხს და გავაგრძელოთ გზა. აღარ დარბის კვეკვესკირი, კვირკველიაც საქართველოს დონეზე ჩამოლაბორანტდა, კაცს ინგლისში უნდა ეთამაშა. გავუშვათ ვისაც ეზარება ვარკიში რა

  • sjaiaxjaj

    ჩვენი მაქსიმალური შედეგი ამ თამაშებში 1-ქულა...ნეტა ვცდებოდე მაგრამ ეგ ერთი ქულაც დიდი შედეგია ჩვენი ვითომ გუნდის...აგერ მე და აგერ თქვენ...

  • ???

    ამ გუნდით გავედით ევროპაზე და მერვედფინალში, ამ გუნდით მოვიგეთ 2 თამაში და ეხლა გახდნენ უიმედოები? 2 თამაში წავაგეთ რომელიც არც ერთი იყო წასაგები წესით, ცუდად არ უთამაშიათ ჯამში, არ გაგვიმართლა და ალბათ სხვა დროს გაგვიმართლებს, ეს ლანძღვა ბიჭების სწორია როგორ ფიქრობთ? ზოგი ხვდება შემადგენლობაში ზოგი ვერა, კაშიაც არაა უშეცდომო მაგრამ ჯერ საიმედოა, აწი სხვა მოვა კიდევ

  • ირაკლი გურია

    Las რაში ფიქრობ გამოსავალს? როგორ უნდა მოვიქცეთ აბა ? შენი აზრი შემოგვთავაზე...

  • მწვრთნელი

    გოგლიჩიძე მაინც არ დაუთმო ახალგაზრდულს! გაუჭირდება ხორვატებთან საბას გარეშე!ეხლა მექვაბიშვილი ჯობია ალთუნაშვილს!? ან კვეკვესკირი!? ან უნგრეთი რუმინეთის ჩემპიონატი უფრო მაღალ დონეზეა, თუ ავსტრიის!? ღმერთმა ხელი მოუმართოს საქართველოს ნაკრებს და გაამარჯვებინოს ჯერ უკრაინასთან და მერე ჩეხეთთან!

  • Las

    მე არ მაქვს იმედი რას ვნახავთ? ცენტრში პენსიონერი კაში ფლანგზე ცენტრალუი მცველი, რომელიც მეორე ლიგის გუნდში ვერ ხვდება სასტავში დავითაშვილს ისევ იქ დააყენებს სადაც ვერ გაერკვევა რა უნდა აკეთოს გოჩოლეიშვილს ისევ სკამს გაახეხინებს შეცვლას გააკეთებს 89 -ე წუთზე ერთადერთი ქოჩორა ემატება და ცოტას დაარეგულირებს ცემტრს

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ

[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი